ანა კალანდაძე
პოეტი
ეს არის ჩემი მეგობრის სული ..
ეს არის ჩემი მეგობრის სული – თრთის და ციმციმებს, კრთება ნამივით... აცვია თეთრი, სპეტაკი კაბა, ხელში უჭირავს თეთრი ყვავილი... აწვდის ვიღაცას თოვლისფერ ყვავილს... ირგვლივ ყოველი თეთრია მისებრ... ვუახლოვდები... - ბავშვი არ იყო, არ მომეკარო, მივდივარ ისევ!- და ყვავილების ზღვა არი ირგვლივ და გაზაფხულის ნიავქარივით მიფრინავს ჩემი მეგობრის სული, მიაქვს ზეცისკენ თეთრი ყვავილი...
ტერენტი გრანელი
პოეტი
ადგილი
ფიქრის ადგილი სივრცე მზიანი, სევდა ნამდვილი ადამიანის. სევდა ნამდვილი ადამიანის, ფიქრის ადგილი - სივრცე მზიანი.
ტერენტი გრანელი
პოეტიაკაკის
მუსიკის ცეცხლი გეცემა გულზე, უკრავ ბეთხოვენს შენ, ასე ქებულს. მე თითქოს ვხედავ და თითქოს ვუმზერ შენ სულს - ტანჯვისგან გასპეტაკებულს. კითხულობ ნიცშეს, სისხლით დაფერილს, თეთრი ფიქრებით დაფრინავ იქაც. შენ მიატოვე სხვა ყველაფერი და შენ მიყვები მუსიკის გრიგალს.ტერენტი გრანელი
პოეტიალბათ მოვა დრო..
ალბათ მოვა დრო - შენც აინთები, ახლა დარდების მძიმე წუთია. მიწას ადგია ცა გარინდებით და ეს ქვეყანა თითქოს ყუთია. არის სიცოცხლე, სიკვდილიც არის, ადამიანის ბედი კრულია. დადუმებული კიდია ზარი და თითქოს ზარი საყდრის გულია. მე ასე ვფიქრობ, ღამდება კიდეც, ალბათ ლანდებიც მალე მოვლიან. დგას საფლავების მწვანე სიმშვიდე და ეკლესია თითქოს თოვლია.ტერენტი გრანელი
პოეტიამ ფიქრის გარდა კარია ახლო..
ამ ფიქრის გარდა კარია ახლო, მოვა დრო და მე დავიღუპები. განთიადია და მინდა ვნახო ეს ოქროსფერი ზეცის ღრუბლები. რა ვქნა, ვერ ვითმენ გათენებამდე, კედლებს რაღაცას ვესაუბრები. ახლა თენდება და მინდა ავდგე, - ვნახო თბილისი, ვნახო ღრუბლები. გლეხთა სახლი.ტერენტი გრანელი
პოეტიამოდის მთვარე და მაღლა იწევს..
ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი. ხვალ გათენდება დღე უცნაური და შორს ღრუბლებით ცა დაისერა. მესმის ქუჩიდან ფეხის ხმაური, მესმის ქუჩიდან ნელი სიმღერა. მოვა დღე, როცა მე არ ვიქნები, ძვირფასო, ეს დროც გაივლის ალბათ. ჩემს წინ აწყვია ძველი წიგნები, ჩემს წინ სკამია და კიდევ ლამპა. ამოდის მთვარე და მაღლა იწევს, დღეს შაბათია, ხვალ დღეა უქმი. თეთრი ღამეა, ფანჯრიდან ისევ საწერ მაგიდას ეცემა შუქი.ტერენტი გრანელი
პოეტიარ ვხედავ ღრუბელს..
არ ვხედავ ღრუბელს, არ ვხედავ ნისლებს, ჩემთან ახლოა ეს ერთი ნუში. და იმ ადგილას მივედი ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ. აქაც გაისმის ქარის გოდება, ქარია გარეთ, ქარია სულში. დღესაც მეწვია და არ მშორდება ფიქრი, რომელიც მტანჯავდა გუშინ. დღეს ჩემი ბედი ქარიშხალს მისდევს, რა უცებ შეწყდა ხმაური ქუჩის. და იმ ადგილას ვოცნებობ ისევ, სადაც მთელი დღე ვიყავი გუშინ.ტერენტი გრანელი
პოეტიარ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს..
არ მგონი, ჩემში ცეცხლი რომ დაქრეს, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე. მე ვგმობ ცხოვრების მონას და მორჩილს, ჩემი ფიქრები ისევ კივიან. ძვირფასო, ახლა ამ მიდამოში ყველაზე კარგი ეს ადგილია. შენ სად მიდიხარ, მე რა ვქნა აწი, ეს დღე, ეს ბედი ისევ შენია. გარშემო დაჰქრის სურნელი ნაძვის, ტყეა, მარტო ვარ და მეშინია. სდუმან ეს მთები, მეც ვდუმვარ აგრე, შენ ქვეყნის მზერა ისევ გაცინებს. ღმერთო, რამდენი ფიქრები გაქრნენ, ღმერთო, რამდენი დრო გავაცდინე!ტერენტი გრანელი
პოეტიარა ვარ, მინდა გამოცოცხლება..
არა ვარ, მინდა გამოცოცხლება, ისევ დაფარეს მიწა ბინდებმა. და ვარდისფერი ჩემი ოცნება ანგელოზივით კვლავ მოფრინდება. ანდა, ვინ იცის, რას ვგრძნობდი გუშინ, თმა ამიწეწეს გუშინ ქარებმა. ახლა თოვლია, ახლა ჩემ სულში კვლავ დუმილია და ნეტარება.ტერენტი გრანელი
პოეტიარა მყავს ტოლი..
არა მყავს ტოლი, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. და როგორც თოვლი დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი. სხვა ფიქრი მივლის და საშინელი სიკვდილის ლანდი. მე მინდა ძილი და ეს სიზმარი გათენებამდის. დგას წამი თრთოლვის, ახლა ღამეა, წავალ, გავივლი. კვლავ, როგორც თოვლი, დგას მაგიდაზე თეთრი ყვავილი.
No comments:
Post a Comment