ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა გადამდგარი ოფიცრის, თავად გრიგოლ ჭავჭავაძის ოჯახში. 10 წლისას გარდაეცვალა დედა — მარიამ ბებურიშვილი, 15 წლისას — მამა. დაობლებული ილიასა და მისი და-ძმების მოვლა-პატრონობა მამიდამ — მაკრინე ჭავჭავაძე-ერისთავისამ იტვირთა.
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თბილისი 1848-1856 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1848 წლის იანვრისთვის გრიგოლ ჭავჭავაძეს თავისი მეორე ვაჟიშვილი მაშინდელ ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო რაევსკის კერძო პანსიონში მიუბარებია. 1851 წელს სწავლის გასაგრძელებლად ილია თბილისის გიმნაზიის მეოთხე კლასში შევიდა. 1852 წლის 10 დეკემბერს, როცა ილია თბილისში უკვე გიმნაზიელი იყო, ყვარელში მამაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ მთელი ოჯახის ტვირთი და ხუთი ობოლი ძმისშვილის აღზრდა-პატრონობა მამიდა მაკრინეს დააწვა მხრებზე. სწორედ ამ დიდი სულიერი ტკივილის გამოა დაწერილი ჩვენამდე მოღწეული ილიას ყრმობის დროინდელი, მისი ერთ-ერთი პოეტური ცდა „მოთქმა საწყლისა“. 15 წლის გიმნაზიელის ცხოვრებაში მომხდარ ამ ღრმა ტრავმას შეიძლება მიეწეროს ის ფაქტი, რომ ილიას ამ დროს საგნებში არასახარბიელო ნიშნები მიუღია, რის გამოც იგი გიმნაზიის იმავე მეოთხე კლასში დაუტოვებიათ. სამაგიეროდ, 1853 წელს ილიას მდგომარეობა საგრძნობლად გამოუსწორებია.
პეტერბურგის უნივერსიტეტი 1857-1861 წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1857 წლის ივლისში ილია ჭავჭავაძე პეტერბურგში ჩავიდა და წარმატებით ჩააბარა უნივერსიტეტში მისაღები გამოცდები (იურიდიული ფაკულტეტი). 1859წლის ზაფხულში ავადმყოფი ილია რამდენიმე თვით ჩამოსულა საქართველოში გამოსაჯანმრთელებლად და აქ შემოდგომამდე დარჩენილა. ილიას სტუდენტობის დროის შესახებ მოიპოვება მოგონებანი ილიას მეგობრის კოხტა აფხაზისა, რომელიც ილიასთან ერთად სწავლობდა, როგორც გიმნაზიაში, ისე უნივერსიტეტშიც, და ნიკო ნიკოლაძისა, რომელიც ილიას შემდეგ ჩავიდა პეტერბურგში. ნიკო ნიკოლაძის დროს პეტერბურგის სტუდენტობაში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ხსოვნა სტუდენტ ილიას შესახებ, რომელიც პეტერბურგის ქართველი სტუდენტობის ყველას მიერ აღიარებულ ხელმძღვანელად ითვლებოდა.
კოხტა აფხაზი გადმოგვცემს:„უნივერსიტეტში ილიას განსაკუთრებით პოლიტიკური და ეკონომიური სამეცნიერო საგნები აინტერესებდა. ....... ჩვენ სტუდენტები, ხშირად ვიკრიბებოდით და ვბაასობდით როგორც საზოგადო კითხვებზე, აგრეთვე ჩვენს დაბეჩავებულს სამშობლოს მომავალზე. ვკითხულობდით ხშირად ქართულ წიგნებს“.
ილიას სტუდენტობის ხანა პეტერბურგში დაემთხვა რევოლუციებისა და ეროვნულ-გამანთავისუფლებელი ომების, მათი მუდმივი გამოძახილის პერიოდს დასავლეთ ევროპისქვეყნებში. ახალგაზრდა ილია, თავისი დამონებული სამშობლოს მომავალ ბედზე ფიქრით მოცული, მღელვარებით ადევნებდა თვალყურს ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობას ევროპაში. როდესაც 1860 წლის გაზაფხულზე გარიბალდიმ აიღო მესინა, ხოლო შემდეგ იტალიის ნახევარკუნძულზე გადმოვიდა, ილია ამას აღფრთოვანებული მიესალმა ლექსით: „მესმის, მესმის სანატრელი, ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა...“
ილიას დროს პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა ოცდაათამდე ქართველი სტუდენტი. ილიას გარშემო შემოკრებილი ქართველი სტუდენტობა შეადგენდა იმ ბირთვს, რომელმაც საქართველოში დაბრუნების შემდეგ, შეადგინა “პირველი დასი“.
ილიას დროს შეიქმნა რუსეთში ქართველი სტუდენტობის - „თერგდალეულთა“ ტრადიციები.
1857-1861 წლები არაჩვეულებრივად უხვი გამოდგა სტუდენტი ილია ჭავჭავაძისთვის შემოქმედებითი ნაყოფიერების თვალსაზრისით.
სტუდენტობის 4 წელი უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჭავჭავაძის როგორც პიროვნებისა და მოქალაქის, მოაზროვნისა და მწერლის ფორმირებისა და სრულყოფისათვის, მისი პროგრესული სოციალური-პროგრესული, ფილოსოფიური და ესთეტიკური მრწამსის შემუშავებისათვის. იგი იმთავითვე ინტენსიურად და საფუძვლიანად სწავლობდა საქართველოსისტორიასა და ქართულ მწერლობას. რუსულ და ევროპელ მწერალთა და მეცნიერთა მემკვიდრეობას; გატაცებით დაეწაფა რუსი რევოლუციონერ დემოკრატების — ბელინსკის, გერცენის, დობროლიუბოვის, ჩერნიშევსკის ნააზრევს, რაც დაუკავშირა საკუთარი ხალხის პროგრესისათვის ბრძოლის მიზნებსა და ამოცანებს.1859-1872 წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი მხატვრული ინდივიდუალობით აღბეჭდილი და მძაფრი მოქალაქეობრივი პათოსით გამსჭვალული, ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მქონე ნაწარმოებები, რომელთაც აღმავალი ეტაპი შექმნეს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურასა და საერთოდ ქართული მხატვრული აზროვნების ისტორიაში: აჩრდილი (პოემა) (პირველი რედაქცია, 1859), რომელიც უმწვავეს ეროვნულ და სოციალურ პრობლემებზე წუხილის ნაყოფია და ნათელი მერმისის რწმენითაა განმსჭვალული; ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეებით შთაგონებული დრამატული პოემა „ქართლის დედა“. „სცენა მომავალ ცხოვრებიდან“ (პირველი რედაქცია, 1860); პოემა „კაკო ყაჩაღი“ — „რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის ცხოვრებიდან“ (1860) — მძაფრი პროტესტი ბატონყმობის წინააღმდეგ; ამავე პერიოდს განეკუთვნება როგორც ჭავჭავაძის პოეტური თარგმანები ( შილერის, ჰაინეს, რიუკერტის, ბაირონის, სკოტის, შენიეს, პუშკინისა და ლერმონტოვისნაწარმოებისა) და სატრფიალო ლირიკის უდიდესი ნაწილი, ასევე პროგრესული სოციალურ და ეროვნულ იდეალებითა და მხატვრული სიახლეებით აღბეჭდილი საყოველთაოდ ცნობილი ლექსები „ხმა სამარიდან“ (1857), „გუთნის-დედა“, „ქართვლის დედა“, „ჩემი თარიაღალი“ (სამივე 1858), „ნანა“ (1859), „ქართველ სტუდენტების სიმღერა“, „მუშა“, „იანიჩარი“ (სამივე 1860); პატრიოტული ლირიკის ბრწყინვალე ნიმუშები — „ელეგია“ (1859), „მესმის, მესმის“ (1860), „გაზაფხული“ („ტყემ მოისხა ფოთოლი“…, 1861); „პოეტი“ (1860), რომელშიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ჭავჭავაძის შეხედულება პოეტის საზოგადოებრივი მისიის შესახებ.
ამავე ხანებში იქმნება ჭავჭავაძის მხატვრული პროზის შესანიშნავი ნიმუშები, რამაც უდიდესი როლი შეასრულა ქართული კრიტიკული რეალიზმის განვითარებაში: ბატონყმური ინსტიტუტის მანკიერებათა მამხილებელი მოთხრობა „გლახის ნაამბობი“ (I—IV თავები, 1859) და ესკიზები მოთხრობისა „კაცია-ადამიანი?!“, სადაც მებატონეთა გადაგვარებული და სასიკვდილოდ განწირული კლასის უაზრო და უშინაარსო, მცონარული ყოფის მაღალმხატვრული სატირული ასახვა საერთოდ ადამიანის, მისი ზნეობის, მისი ცხოვრების აზრის ზოგადკაცობრიულ პრობლემებზე დაგვაფიქრებს. ჭავჭავაძის პირველმა ლიტერატურულ-კრიტიკულმა წერილმა «ორიოდე სიტყვა თავად რევაზ შალვას ძის ერისთავის მიერ კაზლოვიდგან „შეშლილის“ თარგმნაზედა» („ცისკარი“, 1861) ახალი თაობის ლიტერატურული მანიფესტის მნიშვნელობა შეიძინა. მასში, ისევე როგორც წერილებში „პასუხი“ (1861) და „საქართველოს მოამბეზედ“ (1863), ნათლად არის ჩამოყალიბებული რეალისტური მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის ძირითადი პრინციპები, ხელოვნებისა და ლიტერატურის არსისა და საზოგადოებრივი დანიშნულების, ობიექტური სინამდვილისადმი მხატვრული ლიტერატურის მიმართების მატერიალისტური გაგება, დასაბუთებული სალიტერატურო ენის განმარტივების, საერთო-სახ. ენასთან მისი დაახლოების აუცილებლობა. „ორიოდე სიტყვა“… იქცა „მამებისა“ და „შვილების“ ბრძოლის საწყისად.
სამშობლოში მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ხანგრძლივი განშორების შემდეგ, 1861 წელს ილია ჭავჭავაძე რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამშობლოსთან შეხვედრის მოლოდინით აღძრული ფიქრები, მისი ჭირვარამის, მისი „დაუყუჩებელი ტკივილების“ მწვავე განცდა და მზადყოფნა მისთვის ერთგულად მსახურების მხატვრულად აისახა „მგზავრის წერილებში“, რომელიც არა მარტო ავტორის ან „თერგდალეულების“ მიზნებსა და ამოცანებს, არამედ მთელი ქართველი ხალხის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს, საზოგადოდ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის უწმინდეს იდეალებს გამოხატავდა და მიზანდასახული აქტივობის, მოქმედებისა და ბრძოლის წყურვილითა და მოწოდებით იყო განმსჭვალული. ამ ხანებში ჭავჭავაძე გატაცებით აგროვებდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს.
1863 ჭავჭავაძის მიერ დაარსებული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“, მიუხედავად უმძიმესი საცენზური პირობებისა, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ჭეშმარიტ მედროშედ იქცა.
1863 წელს ილია დაქორწინდა ოლღა გურამიშვილზე.
1864 „ნივთიერი საღსარის მოსაპოვებლად“ მუშაობა დაიწყო ჯერ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორის საგანგებო მინდობილობათა მოხელედ, შემდეგ — საქართველოში საგლეხო რეფორმის გატარებასთან დაკავშირებით — მომრიგებელ შუამავლად აღმოსავლეთ საქართველოში. 1868—1873 მუშაობდა დუშეთის მაზრის მომრიგებელ მოსამართლედ. ამ ხანებში დაწერა მან „გლეხთა განთავისუფლების პირველი დროების სცენები“ (1865), გადაამუშავა „ქართვლის დედა“ (1871) და აჩრდილი (1872), დაასრულა მუშაობა დიდი ხნის წინ ჩაფიქრებულ „მგზავრის წერილებსა“ (1871) და „გლახის ნაამბობზე“ (1872), ამავე პერიოდში შეიქმნა ეროვნული წყლულების მტკივნეული აღქმით გამოწვეული მწვავე სატირული ლექსები — „რა ვაკეთეთ, რას ვშვრებოდით ანუ საქართველოს ისტორია მეცხრამეტე საუკუნისა“ და „ბედნიერი ერი“ (ორივე 1871), ქართული პატრიოტული ლირიკის უბრწყინვალესი ქმნილებათაგანი — „ჩემო კარგო ქვეყანავ, რაზედ მოგიწყენია“ (1872); სატირულ-პუბლიცისტური ლექსები „გამოცანები“, „კიდევ გამოცანები“ და „პასუხის პასუხი“ (1871—1872).
1873-იდან თბილისში დამკვიდრებული ილია ჭავჭავაძე აქტიურად ჩაება ფართო პრაქტიკულ საზოგადოებრივ საქმიანობაში, რომლებსაც ბოლო წლებში რამდენადმე ჩამოცილებული იყო. 1875 აირჩიეს თავმჯდომარედ სათავადაზნაურო საადგილ-მამულო ბანკისა, რომელიც ჭავჭავაძის მოღვაწეობის შედეგად ფაქტობრივად ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში. 1881-იდან ჭავჭავაძე იყო მისივე ინიციატივით დაარსებული ქართული დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, 1879—1885 — „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე, 1885-იდან სიცოცხლის დასასრულამდე საზოგადოების უცვლელი თავმჯდომარე და სხვ.
„ივერია“[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1877 წელს მან დააარსა პროგრესული პერიოდული გამოცემა — „ივერია“, რომელიც სამი ათეული წლის მანძილზე საქართველოს ეროვნული, სულიერი და ინტელექტუალური ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი ცენტრი იყო. 1873 ჭავჭავაძემ ი. მაჩაბელთან ერთად თარგმნა შექსპირის„მეფე ლირი“; 1878 დაამთავრა ისტორიული პოემა „დიმიტრი თავდადებული“, რომელიც სამშობლოსათვის თავგანწირვის პატრიოტული იდეის გაცხოველებას ემსახურებოდა; 1882—1883 შექმნა ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემა „განდეგილი“, რომელშიც სულისა და ხორცის, ცხოვრების მიღება-არმიღების მარადიული პრობლემაა დასმული და რომლის მხატვრული ლოგიკით დაგმობილია ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა; ადამიანის დანიშნულებად და მოვალეობად დასახულია ამა სოფლისათვის ზრუნვა. ქართველი ერის აღორძინების იმედითაა განმსჭვალული ლექსი „ბაზალეთის ტბა“ (1833). 1887 ჭავჭავაძემ შექმნა რეფორმის შემდეგდროინდელი ქართული სინამდვილის ამსახველი თხზულება „ოთარაანთ ქვრივი“, რომელშიც ქართველი დედის შთამბეჭდავი სახე საერთოდ ქართველი ხალხის სულიერი ძლიერების, მისი შეუპოვრობისა და ქედუხრელობის სიმბოლოდ აღიქმება.
1870—1890-იან წლებში დაიწერა ჭავჭავაძის ძლიერი ინტელექტით, ენციკლოპედიური ცოდნით, ფაქტებისა და მოვლენების განსჯისა და განზოგადების იშვიათი უნარით აღბეჭდილი მრავალი ნაშრომი და წერილი ლიტერატურათმცოდნეობის («აკაკი წერეთელი და „ვეფხისტყაოსანი“», 1887 და სხვ.), საქართველოს ისტორიის („აი, ისტორია“, 1889; „ქვათა ღაღადი“, 1899 და სხვ.); ეკონომიკის („კერძო და სათემო მიწათმფლობელობა“, „ხიზნების საქმე“, ორივე 1886 და სხვ.), სახალხო მეურნეობის (მევენახეობისა და მეღვინეობის, სოფლის მეურნეობის თვირფასი კულტურების, მელიორაციის, მესაქონლეობის, მრეწველობის და სხვ.), საბანკო საქმისა და ფინანსების საკითხებზე; წერილები უცხოეთზე — ევროპისა და აღმოსავლეთის პოლიტიკაზე და სხვ.
ილია ჭავჭავაძემ თავის პუბლიცისტურ შემოქმედებასა და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში დიდი ადგილი დაუთმო სახალხო განათლებისა და მოზარდი თაობის აღზრდის საკითხებს, რამაც ფუძემდებლური როლი შეასრულა ქართულ პედაგოგიურ მეცნიერებისა და ქართულ სახალხო ეროვნული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში. ჭავჭავაძე მკაცრად აკრიტიკებდა ცარიზმისსაგანმანათლებლო პოლიტიკას. იგი, როგორც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მეთაური, ეროვნების ბურჯის- ქართული ენის — დაცვისათვის ბრძოლას მჭიდროდ უკავშირებდა მშობლიურ ენაზე სწავლების, სახალხო სკოლების ქსლის ზრდის მოთხოვნებს, რაც პროგრესულ-დემოკრატიული პედაგოგიური მოსაზრებით იყო ნაკარნახევი. დღესაც აქტუალურია ჭავჭავაძის იდეები აღზრდისა და განათლების ორგანული კავშირის, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი და ფიზიკური აღზრდის შესახებ იგი განსაკუთრებულ როლს ანიჭებდა მასწავლებლის პიროვნებას და მის პირად მაგალითს. დღემდე არ დაუკარგავს მნიშვნელობა ჭავჭავაძის შეხედულებას ოჯახში აღზრდის შესახებ: „…გაზრდა შვილისა ისეთი მოვალეობაა, რომ სხვა ყველაფერი ამას უნდა შევწიროთ, ამას უნდა შევალიოთ…“ („პედაგოგიური თხზულებანი“, თბილისი, 1938, გვ. 353). ფასდაუდებელია ჭავჭავაძის მოღვაწეობა საქართველოში პროფესიული და უმაღლესი განათლების ორგანიზაციისა და ქალთა უმაღლესი განათლების განხორციელების საქმეში. იგი ზრუნვასა და შემწეობას არ აკლებდა უცხოეთში მყოფ ქართველ სტუდენტებს. სახალხო განათლებისა და პედაგოგიურ საკითხებზე მრავალი ნაშრომი დაგვიტოვა, მ. შ. განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ფუნდამენტურ ნაშრომს: „პედაგოგიკის საფუძვლები“ (1888).
ილია ჭავჭავაძე იყო არა მარტო მხატვრული სიტყვის დიდოსტატი-პოეტი, ბელეტრისტი, დრამატურგი, მთარგმნელი; არა მარტო სალიტერატურო ენის რეფორმატორი და კანონმდებელი, ქართული კრიტიკული რეალიზმის, რეალისტური კრიტიკისა და მებრძოლი პუბლიცისტიკის ფუძემდებელი, არამედ ასევე — დიდი მასშტაბისა და ფართო დიაპაზონის მკვლევარი, რომლის ინტერესები მეცნიერების არაერთ დარგს მოიცავდა; მისი პრაქტიკული მოღვაწეობა კი საქართველოსსაზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან უბანს სწვდებოდა და მათ წარმატებებში განსაზღვრულ როლს ასრულებდა.
ეროვნული მოძრაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მთელი თავისი ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობით ჭავჭავაძე დიადი მიზნის განხორციელებას — ქართველი ხალხის გაერთიანებას, ეროვნული თვითშეგნების გამოცოცხლებასა და ამაღლებას, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას ემსახურებოდა. ჭავჭავაძე იყო XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოს უდიდესი ეროვნული მოღვაწე, ქართველი ერის ეროვნულ-განმათავისუფლებელი და განმანათლებელი მოძრაობის სულისჩამდგმელი და წინამძღოლი. უწინარეს ყოვლისა, ამაშია მისი ეპოქალური დამსახურება საქართველოს წინაშე.
მოწინავე ეროვნულმა იდეებმა, ერის გადარჩენის გზების ძიებამ ჭავჭავაძისა და მის თანამოაზრეთა შემოქმედებაში შეიძინა მწყობრი და თანამიმდევრული კონცეფციის სახე, რომელიც მთელი ერის ქმედებისა და ბრძოლის ნათლად გააზრებულ პროგრამად იქცა და რომლის საბოლოო მიზანს ეროვნული ჩაგვრისგან თავისუფალი და სოციალურად თანასწორი საზოგადოების აშენება წარმოადგენდა. ჭავჭავაძე მეწინავე იყო მათ შორის, ვინც ქართულ სინამდვილეში ასეთი საზოგადოების აშენებისა და მშობელი ქვეყნის ბედნიერი მომავლის რწმენა დანერგა.
1905 წელს ილიამ შეადგინა პროგრამა, რომლის საფუძველზე 1917 წელს დაარსდა საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია. ამ ორგანიზაციის დაფუძნების სულისჩამდგმელი იყო ილია ჭავჭავაძის დისშვილი, იმხანად ქართლ-კახეთის თავადაზნაურობის მარშალი, გენერალი კონსტანტინე (კოტე) აფხაზი.
1906 სახელმწიფო საბჭოს წევრად არჩეულმა ილია ჭავჭავაძემ განაცხადა: „სახელმწიფო საბჭოში თუ თავადაზნაურთა სახელით შევდივარ, ეს მხოლოდ ფორმალური, იურიდიული მხარეა. არ დავფარავ და ვიტყვი: საბჭოში მთელ საქართველოს და ქართველთა ინტერესების დამცველი ვიქნები“.
მკვლელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1907 წელს რუსეთის პირველ დუმაში (სახელმწიფო საბჭო) სამსახურის შემდეგ, ილიამ გადაწყვიტა საქართველოს დაბრუნებულიყო. ამავე წლის 28 აგვისტოს თბილისიდან საგურამოსკენ მიმავალ ილიასა და ოლღას წიწამურთან ექვსკაციანი ჯგუფი დაესხა თავს. თავდამსხმელებმა ილია მოკლეს და მიიმალნენ.
ილიას მკვლელობის დეტალები დღემდე კამათის საგანია. ისტორიულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ილიას მკვლელობა ჩაფიქრებული ჰქონდათ სოციალ-დემოკრატებსა და ბოლშევიკებს, ილიას მიერ მათი რევოლუციური გზების დაგმობისა და ხალხში მისი უსაზღვრო პოპულარობის გამო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ერთმა მოხუცმა კაცმა აღიარა, რომ რუსეთის ჟანდარმერიამ დაიქირავა ილიას მოსაკლავად. საბჭოთა პერიოდში ხელმძღვანელობამ მკვლელობის გამოძიება დაიწყო, რომელმაც მოგვიანებით დაასკვნა, რომ მეფის ხელისუფლების საიდუმლო პოლიცია და ადმინისტრაცია იყვნენ ჩარეული ილიას მკვლელობაში.
ილიას მკვლელობა ქართველმა ხალხმა ეროვნულ ტრაგედიად მიიჩნია. მის დაკრძალვაზე აკაკი წერეთელმა, რომელიც იმ პერიოდში ძლიერ ავადმყოფობდა, წარმოთქვა: „ილიას ფასდაუდებელი წვლილი ქართველი ერის აღორძინებაში მომავალი თაობებისთვის ნიმუშის მიმცემია“. ვაჟა-ფშაველა წერდა: „ილიას მკვლელებს რომ შეეძლოთ, საქართველოს მოჰკლავდნენ.“ 1987 წელს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ილია წმინდანად შერაცხა. სახელით წმინდა ილია მართალი.
მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ილიამ სიცოცხლეშივე მოიპოვა მოწინავე ქართველი საზოგადოებრიობის საერთო აღიარება, უღრმესი პატივისცემა და დაფასება, ხოლო მისი მოწამებრივი სიკვდილის შემდეგ თანდათან სულ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ბუმბერაზი მოაზროვნისა და მხატვრის ნამოღვაწარის, მისი მდიდარი და მრავალფეროვანი შემოქმედების მაღალი ღირებულების, იმ დიდმნიშვნელოვანი მისიის ჭეშმარიტი აზრი, რომელიც მან ქართველი ხალხის სულიერ და გონებრივ აღორძინებაში შეასრულა.
დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
ვაჟა ფშაველას ბიოგრაფია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
8 წლამდე იზრდებოდა ფშავში, სოფელ ჩარგალში მამის, სოფლის მღვდელი პავლეს და დედის, ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში (ვაჟა-ფშაველას ძმებიც ბაჩანა და თედო რაზიკაშვილები ცნობილი მწერლები გახდნენ). სწავლობდა თელავისსასულიერო სასწავლებელში, 1877-1879 — თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში, 1879-იდან გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. სიმართლისმაძიებლის თანდაყოლილმა მოწოდებამ ვაჟა-ფშაველა გორის ხალხოსანთა წრესთან დააახლოვა. ერთხანს ამტნისხევში მასწავლობლობდა, 1883-1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო.
ხელმოკლეობის გამო მალე დატოვა უნივერსიტეტი და რამდენიმე წელიწადს მუშაობდა ჯერ ოთარშენში, ამილახვარის ოჯახში, შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სოფლის სკოლაში. 1888-იდან ჩარგალში ცხოვრობდა, სხვა გლეხებივით ხნავდა მიწას, უვლიდა საქონელს და ნადირობდა. მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად ჩამოდიოდა ბარად. ფშაური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ფშავში, მდინარე ჩაგლურას ნაპირას, დგას პატარა ქვიტკირის სახლი. სწორედ ამ სახლში 1861 წლის 14 ივლისს დაიბადა ლუკა რაზიკაშვილი, რომელსაც ჩვენ ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ვიცნობთ. ვაჟას მამა იშვიათი ნიჭის პატრონი, მჭევრმეტყველი, ცნობისმოყვარე და მწიგნობარი კაცი ყოფილა. მას თვითონ შეუსწავლია წერა-კითხვა და მღვდელი გამხდარა. მამამ ჩაუნერგა შვილებს წიგნის სიყვარული, უამბობდა დავით აღმაშენებელზე, ქართველ და უცხოელ გმირებზე, აყვარებდა „ვეფხისტყაოსანს“ და სახელოვან თანამედროვეთა - ილიასა და აკაკის ქმნილებებს. მანვე ჩაუნეგრა შვილებს სასულიერო წიგნებისადმი სიყვარული. ვაჟა-ფშაველა იგონებს, როგორ სულგანაბული უსმენდა მამის ტკბილ საუბარს, როდესაც იგი საღმრთო ისტორიიდან უამბობდა. დედა კი საგმირო ამბებს, ფშაურ თქმულებებსა და ლექსებს აცნობდა. დედის წყალობით ვაჟამ უამრავი ხალხური ლექსი იცოდა ზეპირად, ისე რომ ყველას უკვირდა, ერთი ადამიანი როგორ ახერხებდა ამდენი ლექსის დამახსოვრებას.
ასე იზრდებოდა ვაჟა რვა წლამდე, რვა წლისა კი თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. თელავის სასწავლებელში მიღებული ცოდნა მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. სწორედ ამ მიზეზით ვეღარ განაგრძო სწავლა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში და გორის საოსტატო სემინარიაში შევიდა. აქ ვაჟა გულმოდგინედ სწავლობდა. უკვე განესაზღვრა თავისი მომავალი - საზოგადოებრივი მოღვაწეობა და მხატვრული შემოქმედება იქნებოდა მისი საქმიანობა.
სემინარიაში სტუდენტები ხელნაწერ ჟურნალს - „რიჟრაჟს“ გამოსცემდნენ. ვაჟა-ფშაველა ამ გამომცემლობის აქტიური თანამშრომელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. მალე მისი თარგმანები და ლექსები გაზეთ „დროებასა“ და ჟურნალ „იმედში“ გამოჩნდა. ამ დროს იგი მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ კი პეტერბურგში გაემგზავრა და თავისუფალ მსმენელად შევიდა უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მიატოვა, სამშობლოში დაბრუნდა და ჩარგალში დასახლდა. ვაჟას წვრილშვილი ჰყავდა და ლუკმა-პურის საშოვნელად დიდი ჯაფის გაწევა უხდებოდა. იგი ბევრს შრომობდა, მაგრამ გაჭირვებას თავს მაინც ვერ აღწევდა.
„ვაჟა არა მარტო ბუმბერაზი მწერალი, ბუმბერაზი პიროვნებაც იყო. იმდენი ქება-დიდება, მოწონება ესმოდა, მაგრამ იგი ისევ უბრალო, თავმდაბალი ვაჟა იყო, საყვარელი ვაჟა, გაჭირვებაში მყოფი, ვაჟკაცურად მებრძოლი ამ გაჭირვებასთან“ (დავით კლდიაშვილი).
მძიმე შრომამ და შეჭირვებამ ვაჟას მალე შეურყია ჯანმრთელობა. მას ფილტვის პლევრიტი დაუდგინეს და ოპერაციაც გაუკეთეს. ერთხანს თითქოს მოიკეთა. ქართულმა სიტყვაკაზმულმა საზოგადოებამ ისარგებლა მგოსნის გამოკეთებით და ლიტერატურული საღამო გაუმართა, რომლის ბოლოსაც ვაჟას მიართვეს დაფნის გვირგვინი წარწერით - „ქართული პოეზიის არწივს“.
ვაჟა-ფშაველას შემოქმედება ხალხს ძლიერ უყვარდა. იგი მიუწვევიათ ქუთაისში, გორში, ჭიათურასა და ფოთში. დიდად აფასებდნენ იმდროინდელი გამოჩენილი მოღვაწენიც. ილია ჭავჭავაძე აღფრთოვანებით ამბობს: „ჩვენ, ძველებმა, ახლა კალამი უნდა ძირს დავდოთ და გზა ვაჟას უნდა დავუთმოთო“. ვაჟაც, როდესაც კი თბილისში წამოვიდოდა, თავის ნაწერებს ერთ ჭრელ ხურჯინში ჩააწყობდა, პირველად ილიასთან შეივლიდა, იმ ხურჯინს იქ დაბერტყავდა. შემდეგ კი ეს მარგალიტები ქართული ჟურნალ-გაზეთების ფურცლებზე აბრჭყვიალდებოდნენ ხოლმე.
მუხთალმა სენმა ვაჟას თავი მაინც არ ანება. მიუხედავად ექიმთა მცდელობისა, ვეღარ უშველეს. 1915 წლის 27 ივლისს ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა. იგი ჯერ დიდუბის პანთეონშიდაკრძალეს, 1935 წლის 18 ოქტომბერს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალების ოცი წლის თავზე, მისი ნეშტი გადაასვენეს მთაწმინდის ქართველ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. 1957 წლამდე კი დიდუბის პანთეონში იყო გაკეთებული წარწერა: „აქ განისვენებდა ვაჟა ფშაველა“. 1957 წლის 24 მარტს ვაჟას ნასაფლავარში დაკრძალეს მისი მეუღლე — თამარ გიორგის ასული დიდებაშვილი-რაზიკაშვილი (დ. 1869, სოფელი სორკი, ახლანდელი დუშეთის მუნიციპალიტეტი — გ. 19 მარტი, 1957, სოფელი ჩარგალი).
ვაჟა-ფშაველას პირადი არქივი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში[1].
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 დაიბეჭდა („დროება“, № 1), პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა „ფეოდალის აღზრდა“ — 1880 („ივერია“, № 4), პირველი ლექსი „მეომარი“ — 1881 („იმედი“, № 3-4), პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 („დროება“, № 184). ვაჟა-ფშაველას შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. სამყაროს მამოძრავებელი ძალების, ბუნების „იდუმალი ენის“ წვდომის დაუცხრომელი წადილი მას ქართული რომანტიზმის მწვერვალთა ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებასთან ანათესავებს. მაგრამ თუ ბარათაშვილის ლირიკაში ადამიანის შინაგანი, სუბიექტური სამყაროა მოქცეული ყურადღების ცენტრში, როგორც ყოფიერების სასრული, გარდაუვალი იდეების გამოხატულება, მისი პოეზიის ყველაზე ორგანული ნიშან-თვისებაა სინამდვილის მატერიალისტური აღქმა, ქვეყნიერების, „უთვალავ ფერთა“ მთლიანად დანახვისა და წარმოსახვის უნარი. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. შემდგომ მის შემოქმედებაში გაღრმავდა ის რეალისტური ტენდეციები, რომლებსაც ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა მისცა გეზი. ვაჟა-ფშაველას თხზულებებში სინამდვილე მთელი თავისი ხელშესახები, ნივთიერი რეალობით წარმოგვიდგება. მან უაღრესად სრულყოფილი ფორმით გამოხატა „მიწისა“ და „ცის“ — რეალისტურისა და რომანტიკულის — ურთიერთგამსჭვალავი მთლიანობა. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში „მთას ვიყავ“ (1890); „სიტყვა ეული“, „ნუგეში მგოსნისა“ (1894); „სიმღერა“ (1896), ლიტერატულ-კრიტიკულ და პუბლიცისტურ წერილებში „ფიქრები“ (1891), „Pro domo sua“ (1896), «ფიქრები „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ» (1911) და სხვა. პოეტის დამოკიდებულება ხალხურ შემოქმედებასთან მჟღავნდება მის წერილებში „გმირის იდეალი ფშაურ პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „კრიტიკა ბ. იპოლიტე ვართაგავასი“ (1914) და სხვები.
ქართველ პოეტთა შორის ვაჟა-ფშაველა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. მის ლირიკაში ბუნების საგნებსა და მოვლენებს სავსებით შენარჩუნებული აქვს პირველქმნილი სიხალასე. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. სიცოცხლე მთელი თავისი ნაირფერობით პოეტს მაღალი გონიერებისა და სიკეთის განსახიერებად წარმოუდგენია („მუდარა“, 1889; „დამსეტყვე, ცაო“, 1903; „სიცოცხლემ შხამი მასმია“, 1903 და სხვა). მაგრამ ვაჟა-ფშაველა, როგორც დიდი ჰუმანისტი, შორსაა ეთიკური განურჩევლობისაგან. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკის ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც („გამამერია ჭაღარა“, 1894; „მთათ მითხრეს“, 1897 და სხვ.). უნივერსალური ჰარმონიისაკენ სწრაფვას არ დაუჩრდილავს პოეტის თვალში ადამიანური ყოფის წინააღმდეგობები. ვაჟა-ფშაველა — დამონებული ხალხის შვილი — მტრისადმი დაუნდობელი სისასტიკის მქადაგებელია, თავის სიმღერებს მებრძოლ, შეუპოვარ კილოზე აგებს. მან უღრმესი გავლენა მოახდინა ქართული ხალხის გაღვიძებულ ეროვნული თვითშეგნებაზე („ომის წინ ჯარის სიმღერა“, 1888; „ხმა სამარიდამ“, 1893; „ბაკური“, 1899; „ქართლს“, 1912; „კახეთს“, 1913; „ფშაველი ჯარისკაცის წერილი“, 1914 და სხვ.). ვაჟა-ფშაველას პატრიოტულ ლირიკაში ალეგორიულ სიმბოლოკას დაკარგული აქვს სპეციფიკური რაციონალისტური ელფერი. აქ ყოველი სახე ემოციურია და მკაფიოდ გამოხატული გრძნობადი ხასიათი აქვს („ამირანი“, 1884; „არწივი“, 1887; „კიდევაც ვნახავ გაზაფხულს“, 1906). ვაჟა-ფშაველა პიროვნული სრულყოფის, „კაი ყმის“ ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში („კაი ყმა“, 1909; „პასუხი ბაჩანას“, 1913 და სხვ.); ამასთან კეთილშობილი მიჯნურიც არის („ფშავლის სიყვარული“, 1886; „სიყვარული“, 1891; „გამოღმით მე ვარ, გაღმა შენ“, 1905) და ნაზი იისა და ნიბლია ჩიტის უბედობის გულისხმიერი მოზიარე („ნიბლიას ანდერძი“, 1891; „იას უთხარით, ტურფასა“, 1903).
ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულქმნილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება — ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. სამი საწყისი განსაზღვრავს მისი ეპიკური შემოქმედების პათოსს: ჰეროიკული, ტრაგიკული და ჰუმანისტური პოემები „მოხუცის ნათქვამი“, „გიგლია“ (1886), „გოგოთურ და აფშინა“ (1887), „ალუდა ქეთელაური“ (1888), „ ბახტრიონი“ (1892), „სტუმარ-მასპინძელი“ (1893), „ივანე კოტორაშვილის ამბავი“ (1896), „სისხლის ძიება“ (1897), „გველის მჭამელი“(1901) და სხვები]. მან ქართულ პოეზიაში შემოიყვანა ახალი გმირი, რომლის უკომპრომისო ბუნებას, შინაგან სიმრთელეს, დაუშოშმინებლობასა და შეუპოვრობას თითქოს გარემომცველი ბუნების სტიქიური ძალები ასაზრდოებს, ამასთან, სულის სიღრმეში იგი ატარებს დიდ ფიქრს კაცობრიობის ხვედრისა და დანიშნულების შესახებ. ადამიანის ხვედრი ტრაგიკულია, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გმირები ადამიანური ღირსების მაღალი შეგნებით ეგებებიან ბედისწერის განაჩენს (ზვიადაური — „სტუმარ-მასპინძელი“, ალუდა — „ალუდა ქუთელაური“). ჭეშმარიტი ადამიანურობის მაღალ საწყისებს განასახიერებენ სამშობლოსათვის თავშეწირული სახალხო გმირები („ ბახტრიონი“). ვაჟა-ფშაველას პერსონაჟების სულიერი თვალსაწიერი ზოგჯერ ვერ თავსდება დაკანონებული ზნეობრივი კოდექსის ჩარჩოებში (ზვიადაური, ალუდა). ცხოვრება მოითხოვდა ძირეულ გარდაქმნას, რაც, პოეტის რწმენით, შესაძლებელი იყო მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით. მძაფრ კოლიზიას ამგვარ პიროვნებასა და ვიწრო უტილიტარული ინტერესებით შეზღუდულ საზოგადოებას შორის ავლენს „გველის მჭამელი“. მინდიას ფაუსტური სწრაფვა სამყაროს იდუმალებათა შეცნობისაკენ შერწყმულია ადამიანთათვის თავდადებული სამსახურის ძლიერ წადილთან. „ბახტრიონისა“ და „გველის მჭამელის“ ავტორმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ელემენტი და ამ პრიზმით სინამდვილის ახალი, უჩვეულო მასშტაბები განჭვრიტა.
ვაჟა-ფშაველას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. მისი ხატოვანი აზროვნების პირველწყარო ხალხური შემოქმედებაა. ვაჟა-ფშაველას პოეზიის ენა კამათის საგნად იქცა (ა. წერეთლის ცნობილი ლექსი „ვაჟა-ფშაველას“, 1913 და ვაჟა-ფშაველას „დაგვიანებული პასუხი აკაკის“, 1913). მისი ენობრივი პოზიცია დაეჭვებას იწვევდა ჩვენს დროშიც. ვაჟა-ფშაველამ გააფართოვა ქართული პოეტური მეტყველების ჩარჩოები, კერძოდ, დიალექტური და ძველი ქართული ფორმების შემოტანით გაამდიდრა ლექსიკა, მრავალფეროვნება შესძინა ლექსის სიტყვიერ ქსოვილს.
ვაჟა-ფშაველას მოთხრობებში მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველი რეალისტური სურათების, კოლორიტული ხასიათების ფონზე გახსნილია იმდროინდელი საქართველოს მძაფრი სოციალური კონფლიქტები („პატარა მწყემსის ფიქრები“, „დარეჯანი“, 1886; „პაპას მსოფლიო ფიქრები“, 1903; „უძმოს-ძმა“, 1906 და სხვა). უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკის პროზის ნიმუშები „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (1883), „ხმელი წიფელი“ (1888—1889), „ქუჩი“ (1892), „მთიანი მაღალი“ (1895). გასულდგმულებული ბუნების პირით გამოხატულია უგულობისა და ძალმომრეობის წინააღმდეგ მიმართული, ღრმა ჰუმანური იდეალებით შთაგონებული თვალსაზრისი. ზნეობრივი პრინციპების უაღრესი მხატვრული თვალსაჩინოება, თხრობის ფოლკლორული სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა გამიზნულია მოზარდი მკითხველისათვის. ყველა ეს ნაწარმოები ქართული საბავშვო ლიტერატურის კლასიკური ნიმუშია.
ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებთაგან („სცენა მთაში“, „სცენები“, 1889; „ტყის კომედია“, 1911; „ნაკვესები“, 1886—1908) აღსანიშნავია დრამა „მოკვეთილი“ (1894), რომელიც წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ქართულ სცენაზე.
ვაჟა-ფშაველა კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს. ქართული ეთნოგრაფიისა და ფოლკლორისტიკისათვის ფასდაუდებელია მისი წერილები „ფშავლები“, „ფშავლების ცხოვრებიდან“, „ხევსურები“ (1886), „ლაშქრობა“ (1888), „ფშაველი დედაკაცის მდგომარეობა და იდეალი ფშაურის პოეზიის გამოხატულებით“ (1889), „ძველი და ახალი ფშავლების პოეზია“ (1896) და სხვები. „ცივილიზებულ“ სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით თვალს ადევნებდა კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკოვნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერებათა პირველმიზეზიც და მათგან განკურნვის, ზნეობრივი გამოჯანმრთელობის საღი წყაროები (პუბლიცისტური წერილები „ფიქრები“, 1892, 1901, 1902; „რამე-რუმე მთისა“, 1892; „თიანური ფელეტონები“, 1901, 1902; „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, 1905; „შავბნელი ამბები“, 1905).
ვაჟა-ფშაველას ნაწერები პოეტის სიცოცხლეში ცალკე წიგნად იშვიათად იბეჭდებოდა (მოთხრობათა კრებული, 1889, 1898; „თხზულებანი“, 1899; „ცრემლები“, 1909 და სხვები). 1925-56 ალექსანდრე აბაშელის თაოსნობით გამოქვეყნდა მწერლის თხზულებათა ყველაზე სრულყოფილი კრებული შვიდ ტომად. ვაჟა-ფშაველას ნაწერები თარგმნილია რუსულ (მთარგმნელები ვლადიმერ დერჟავინი, ნიკოლოზ ზაბოლოცკი, ოსიპ მანდელშტამი, ბორის პასტერნაკი, მარინა ცვეტაევა და სხვები), ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ და სხვა ენებზე. მშვიდობის მსოფლიო საბჭოს გადაწყვეტილებით 1961 წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნა მისი დაბადების 100 წლისთავი.
ტიციან ტაბიძის ბიოგრაფია
ტიციან ტაბიძე (დ. ძველი სტილით [21 მარტი], ახალი სტილით [2 აპრილი], 1895, ჭყვიში, ახლანდელი ვანის მუნიციპალიტეტი, — გ. 16 დეკემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.
დაიბადა ქუთაისის მაზრის სოფელ ჭყვიშში (ამჟ. ვანის მუნიციპალიტეტი). სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1913 წელსშევიდა მოსკოვის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პირველი ლექსები დაბეჭდა XX ს-ის 10-იანი წლების მიჯნაზე. იყო ერთ-ერთი დამაარსებელი, ხელმძღვანელი და თეორეტიკოსი „ცისფერყანწელთა“ სიმბოლისტური ორდენისა, ავტორი ცნობილი წერილისა — „ცისფერი ყანწებით“. რედაქტორობდა გაზეთ „ბარიკადს“. ლირიკულ ლექსებთან ერთად წერდა პოემებს, მინიატურებს, წერილებს, ესეებს, ლიტერატურულ ნარკვევებს, თარგმნიდა სხვადასხვა ქვეყნის პოეტთა ნაწარმოებებს.
ტიციანის დედა – ელისაბედ ოქროპირის ასული ფხაკაძე მახლობელი სოფელ ფაცხანაყანებიდან იყო. ელისაბედი ძალზე შრომისმოყვარე და დაკვირვებული ქალი ყოფილა.
![]() | „მე არ მახსოვს, როგორ ვისწავლე წერა–კითხვა, ოთხი წლისა ვიყავი, როცა ჩვენსავე შენობაში მოწყობილ სკოლაში დავდიოდი და ადვილად ვერკვეოდი ანბანში. ეს ძალიან ახარებდა დედაჩემს“ |
– წერდა ტიციანი ავტობიოგრაფიაში. 1901 წელს მშობლებმა მომავალი პოეტი სასწავლებლად ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, სადაც 1901 –1905 წლებში სწავლობდა თავის ბიძაშვილთან – გალაკტიონთან ერთად. 1906 წლის 12 იანვარს ტიციანმა განცხადებით მიმართა ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორს ჩებიშს და თხოვა გიმნაზიის პირველ კლასში ჩარიცხვა. ტიციანმა წარმატებით ჩააბარა მისაღები საგნები და 1906 წლის 6 თებერვალს იგი ჩაირიცხა ქუთაისის ვაჟთა გიმნაზიის პირველ კლასში. ამდროინდელი ქუთაისი ქართული კულტურის მძლავრ კერას წარმოადგენდა. ამ გარემოში გამოიჭედა ტიციანისა და მისი მეგობრების მისწრაფებანი და ინტერესები.
ლექსების წერა ტიციანმა ბავშვობიდანვე, მოწაფეობის დროიდან დაიწყო. 1913 წელს ტიციანმა სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებში ტიციან ტაბიძე აქტიურ საზოგადოებრივ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწეოდა. მოსკოვის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1917 წელს, ტიციანი მცირე ხანს თბილისში, გაზეთ "საქართველოს” რედაქციაში მუშაობდა. გაზეთის ფურცლებზე მან მრავალი კორესპოდენცია და პუბლიცისტური სტატია გამოაქვეყნა, რომლებშიც თავისებურად აანალიზებს მაშინდელ რთულ პოლიტიკურ, ეროვნულ და სოციალურ მოვლენებს. სტუდენტობის წლებშივე ტიციანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო "ცისფერი ყანწების" ლიტერატურული ჯგუფის დაფუძნებასა და ამავე სახელწოდების ჟურნალის გამოცემაში. ტიციან ტაბიძემ უარი განაცხადა რეპრესირებული პაოლო იაშვილის საჯარო დაკიცხვაზე.1937 წელს ის ანტისაბჭოთა მოღვაწეობის ბრალდებით დააპატიმრეს და დახვრიტეს. სხვა ვერსიით, გადასახლებამისჯილი პოეტი ციმბირის ტრამალზე ჩამოსვეს და თოვლიან ქარბუქში მიატოვეს. მისი საფლავი არ არსებობს.
ტიციან ტაბიძეს ცოლად ჰყავდა ნინა მაყაშვილი (დ. 1902 — გ. 1965), განათლებით ექიმი, მემუარების ავტორი.
შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი, (ნამდვილი გვარი დედაბრიშვილი) (დ. 4 დეკემბერი/16 დეკემბერი, 1867, სოფ. ქარისხევი (ან თანდილაანთკარი), ახლანდელი დუშეთის რაიონი — გ. 2 იანვარი, 1926, თბილისი) — ქართველი მწერალი.
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა ღარიბი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში (1877-იდან), შემდეგ (1883-იდან) თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 დაუახლოვდა რევოლუციურად განწყობილ ახალგაზრდობას, რისთვისაც სემინარიიდან გარიცხეს და მხოლოდ ორი წლის მერე აღიდგინა თავი; 1889 დაამთავრა სემინარია და 1890-იდან ვარშავის საბეითლო ინსტიტუტში განაგრძო სწავლა. პოლონეთში ყოფნამ, იქაურ მოწინავე ახალგაზრდობასთან ურთიერთობამ კიდევ უფრო მწვავედ აგრძნობინა საკუთარი სამშობლოს მწარე ხვედრი. 1893 ქართველ სტუდენტებთან ერთად ვარშავაში დააარსა "საქართველოს განთავისუფლების ლიგა", რისთვისაც სხვებთან ერთად დააპატიმრეს. იყო ჯერ ვარშავის, შემდეგ ქუთაისის ციხეში. 1895 წელს დაამთავრა ინსტიტუტი, დაბრუნდა საქართველოში და ბეითლად დაიწყო მუშაობა. ამ წლებში ბევრი ხელნაწერი დაეკარგა, მარტო ერთი "მოგონება" დაიბეჭდა 1890 წელს "ჯეჯილში".
არაგვისპირელის ლიტერატურული მემკვიდრეობა მოცულობით დიდი არ არის. დაახლოებით 30 წლის მანძილზე შექმნა ოთხმოცამდე ნაწარმოები, მაგრამ ის იყო ერთ-ერთი პირველი მწერალი, ვინც შემოიტანა და დაამკვიდრა პროზაული ჟანრის მცირე ფორმები - ფსიქოლოგიური ნოველა, ეტიუდი, ესკიზი, სურათი. ა. წერეთელმა მას "ახალგაზრდა სკოლის მეთაური" უწოდა. არაგვისპირელი ძირითადად განაგრძობდა ქართული კლასიკური ლიტერატურის ტრადიციებს, ამავე დროს კვლავ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მწვავედ განიცადა და თავისებურად წარმოაჩინა ილიასეული სოციალური და ეროვნული პრობლემები, თვალსაჩინო ადგილი მიუჩინა "ეროვნული თვითშეგნების" საკითხებს, გლეხკაცობის უუფლებო და დაბეჩავებულ ყოფას, იმდროინდელი საზოგადოების მანკიერების მხილებას.
მისი ერთი უადრესი მოთხრობა იყო "ესაა ჩვენი ცხოვრება!" (1889); სკეფსისით, ირონიით, მწარე ნაღველით შეფერილი სათაური ხატოვნად გადმოსცემს მისი მთელი შემოქმედების არსს და მისი ეს მეტ-ნაკლებად ვრცელდება არაგვისპირელის დანარჩენ ნაწარმოებებზეც. აქედან დაედო სათავე ნოველების სერიებს, სადაც ავტორი უმთავრესად ცდილობს მორალის, ცხოვრების არსის, ადამიანის რაობის, მისი დანიშნულების, საზოგადოებასთან მისი დამოკიდებულების გარკვევას, ადამიანის "შიშველი სულის" კვლევას. ასეთი მოტივები განაპირობებს უმთავრესად მის ნაწარმოებებს, რომლებშიც მან წარმოაჩინა "პატარა ადამიანები", მებრძოლი სულისკვეთებისა თუ ნიჰილიზმით დაავადებული პერსონაჟების, მაღალი ზნეობრივი თვისებებით გამორჩეული თუ დაკნინებული ადამიანების მდიდარი გალერეა ("ჩემო შვინდავ!", 1892; "გმადლობ, უფალო, გმადლობ", 1897; "შემუსვრილი სამი მცნება", 1899).
არაგვისპირელი გულმხურვალე მამულიშვილი იყო და ნოველების მთელ წყებაში გააცხადა კიდეც თავისი დამოკიდებულება პატრიოტიზმთან და რევოლუციურ პროცესებთან ("აჰა, მოვიდა მოგვი აღმოსავლეთით", 1900; "მიწაა", "ჩემი სამშობლო ჩემი გულია", ორივე 1901; "გრძნეული ციხე", "ნინიკას მთაზე", "მიჯაჭვული ამირანი", 1908; "სამარცხვინო ბოძთან", 1908; "განძი", "საშინელებაა...").
მისი შემოქმედება მდიდარია ქართული სოფლის ფერადოვანი სურათებით; მან გამოამზეურა ორი საუკუნის მიჯნაზე მყოფი გლეხკაცის სოციალური თუ ფსიქოლოგიური სატკივრები; ამ "გლეხური ციკლის" ნოველებში იგრძნობა ხალხოსნების შემოქმედებიდან გადმოსული ინერციის ძალაც, მაგრამ მწერალი ახერხებს სოფლის თემაზე თვითმყოფად მხატვრულ ფასეულობათა შექმნას, სადაც, მართალია, სოფლის ყოფისა და კოლორიტის, გლეხის ფსიქოლოგიური კარგი ცოდნა მჟღავნდება, მაგრამ აშკარაა ფერთა ჩამუქების, განგებ დათალხვისა და კვლავ და კვლავ ადამიანის სულის გახსნისაკენ ერთგვარი გადახრაც. ტიპიურად უნდა ჩაითვალოს "ადე, ჩამოვიდა", "ჩემი ბრალი არ არის, ღმერთო" (ორივე 1893), "და-ძმა", "ღვინის ქურდები", "დიდი დედა მარიამი და ხატაურა", "ოლოლოები" და სხვა. თავისებურად დასვა მწერალმა სიყვარულის საკითხი. მოპასანის კვალად, რომელსაც იგი თავის მასწავლებლად თვლიდა, სხვადასხვა ასპექტში წარმოგვიდგინა სიყვარულის მარადიული თემა; მან შექმნა როგორც ზნეობრივად ფაქიზი, ისე მდაბალი გრძნობების მქონე, ანგარებით, სიყალბით შეპყრობილ ადამიანთა საინტერესო სახეები, მთელი სიმწვავით წამოჭრა ოჯახის რღვევის საშიშროების პრობლემა ("მოგვილოცნია ახალი წელი", 1892; "ყველაი დავკარგე", 1892; "ქარი კი ამ დროს ზუოდა, კვნესოდა და გმინავდა", 1895; "...ხითხითებს და ხითხითებს", 1896; "...მხრებიღა ავიჩეჩე", 1896; "წერილის ნაგლეჯი", 1897; "... სულ ერთია", 1897; "ბალღი ყოფილხარ!", 1899; "გიული", 1899 და სხვა).
განსაკუთრებით საყურადღებოა არაგვისპირელის რომანი "გაბზარული გული" (1920), რომელსაც თვითონვე უწოდა არაკი. მართლაც, მასში ძლიერია არაკული, ზღაპრული ნაკადი; არაგვისპირელი საკმაო ოსტატობით უხამებს ერთმანეთს არაკსა და ყოფით რეალიზმს, რითაც ქმნის ახლებური ფორმის რომანს. აქვე უნდა ავღნიშნოთ მწერლის დაინტერესება სიკვდილ-სიცოცხლის, რწმენა-ურწმუნოების, კეთილისა და და ბოროტის, ამქვეყნიური იდეალებისა და რელიგიური დოგმების ზოგადსაკაცობრიო პრობლემებით ("იუდა", "ჭეშმარიტად!", "საშობაო ჩვენება", "ბაბდო კი...", "ორი მკურნალი" და სხვა). არაგვისპირელს ეკუთვნის აგრეთვე პიესები "კოკა ყოველთვის წყალს ვერ ზიდავს" და "შიო თავადი".
არაგვისპირელმა ქართული კლასიკური მწერლობის ლიტერატურულ ტრადიციებზე დაყრდნობით და მსოფლიო ლიტერატურის მიღწევების გათვალისწინებით თვალსაჩინოდ გაამდიდრა ქართული ბელეტრისტიკა; მის შემოქმედებაში კლასიკურ სიმაღლეს მიაღწია ქართულ ნოველამ, რომელიც სიახლის იერსაც ატარებდა და საუკუნის დასაწყისის საზ. განწყობილებასაც ესადაგებოდა. მძაფრი სიუჟეტით, მაღალი ჰუმანიზმით, დრამატიზმით, ღრმა ფსიქოლოგიზმით არაგვისპირელმა ახალი თვისება შესძინა ქართულ რეალისტურ პროზას.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ტერენტე გრანელის ბიოგრაფია
ტერენტი გრანელი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 25 ნოემბერი, 1897, |
დაბ. ადგილი | წალენჯიხა |
გარდ. თარიღი | 10 ოქტომბერი, 1934 |
გარდ. ადგილი | თბილისი |
ფსევდონიმი | „წალენჯიხელი“, „ტერენტი გრანელი“ |
საქმიანობა | პუბლიცისტი, მწერალი (პოეტი). |
ეროვნება | ქართველი |
ბავშვობა და სიყმაწვილე
დაიბადა 1897 წლის 25 ნოემბერს (ძვ. სტ.) წალენჯიხაში, ღარიბი გლეხის სამსონ კვირკველიას ოჯახში. დედა ხუთი წლისას გარდაეცვალა. სამსონმა ცოლად შეირთო დარია მებონიას ქალი, რომელიც მეტად სათნო დედინაცვალი გამოდგა. ტერენტის ორი და ჰყავდა - მაშო და ზოზია. დედინაცვალს განსაკუთრებით ტერენტი ჰყვარებია. მორწმუნე დარიას ხშირად დაჰყავდა პატარა ტერენტი წალენჯიხის მაცხოვრის ეკლესიაში, კვირის წირვებზე. ამ თბილი დედაშვილური დამოკიდებულების ნიშნად პოეტმა სონეტი უძღვნა დედინაცვალს. მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, მშობლებმა შვიდი წლის ტერენტი წალენჯიხის სოფლის სასწავლებელში მიაბარეს. სკოლაში „მოწაფეთა მეფეს“ ეძახდნენ. წიგნების სიყვარული ტერენტის გაუღვივა ზუგდიდის მაზრაში საყოველთაოდ ცნობილმა მწიგნობარმა იაკობ შანავამ. პირველად მის ბიბლიოთეკაში ეზიარა მომავალი პოეტი კლასიკური ლიტერატურის შედევრებს. ტერენტი სწავლასთან ერთად საოჯახო საქმიანობაშიც სიბეჯითეს იჩენდა: სკოლიდან მობრუნებული გვიან ღამემდე იჯდა მამის სახელოსნოში და წაღებს კერავდა.
უბედურმა შემთხვევამ (ოჯახს სახლი დაეწვა) ტერენტი მეექვსე კლასიდან მოსწყვიტა სწავლას. მიუხედავად ამისა, იგი უფრო მეტი მონდომებით ეწაფება შანავას ბიბლიოთეკის წიგნებს. ცხოვრების სიმკაცრის გამო გულჩათხრობილი და სევდიანი გახდა. სინამდვილე, რომელშიც ტერენტი გრანელს უხდებოდა პირველი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგობებით იყო სავსე. ამ პერიოდში გაიტაცა იგი ეროვნული თავისუფლების იდეამ.
1918 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, მუშაობდა რკინიგზაზე, გაზეთების რედაქციებში. სწავლობდა შალვა ნუცუბიძის მიერ თბილისის უნივერსიტეტთან დაარსებულ კურსებზე, რომელიც ცნობილი იყო „ნუცუბიძის კურსების“ სახელით. ეს სასწავლებელი, რომელიც სრული გიმნაზიის უფლებებით მოქმედებდა, ტერენტი გრანელმა დაამთავრა 1920 წელს. თბილისშივე დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა (1917–1918). გრანელის ლექსები ხასიათდება სევდითა და მისტიციზმით (კრებულები: „სამგლოვიარო ხაზები“, 1921; „სულიდან საფლავები“, 1922; „Memento mori“, 1924; „ტერენტი გრანელი“, 1926), რის გამოც მწერლობაზე იდეოლოგიური ზეწოლის შედეგად დიდხანს ყურადღება არ ექცეოდა. 1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. ტერენტი გრანელს 1926 წლიდან თითქმის არც ერთი გაზეთი არ უბეჭდავდა ლექსებს მასზე დაიწყეს ზეწოლა პროლეტარმა პოეტებმა და მთელმა სისტემამ. 80–იანი წლებიდან ამ უთვალსაჩინოესი ლირიკოსის შემოქმედება ღირსეულად დაფასდა. გამოიცა მისი ლექსების სრული კრებულები. 1927 წელს თბილისში გამოიცა ერთჯერადი გაზეთი „ტერენტი გრანელი“. ტერენტი გრანელი 1930 წელს მოათავსეს სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, საიდანაც იგი გამოიქცა და თბილისში „არამიანცის“ სავაადმყოფოში გარდაიცვალა, დამარხეს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე, ხოლო შემდგომ 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.
ადრეული პატრიოტული მოღვაწეობა
ქვეყნისა და ხალხის მხურვალე მოტრფიალე ტერენტი იმ ინტელიგენციის მხარეზე დადგა, რომლის მიზანი რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმისაგან განთავისუფლება იყო. იგი წერდა: „ეროვნული თავისუფლება ეს უდიდესი პრობლემაა ამა თუ იმ ერის ცხოვრებაში... დაე ყველამ გაიგოს, რომ ჩვენ გვწყურია თავისუფალი ცხოვრება, და არავის ნებას არ მივცემთ აბუჩად აიგდოს ჩვენი უზენაესი უფლებები“.[2]
ოცი წლის ტერენტი მთელი სერიოზულობით მსჯელობს ეროვნულ პრობლემაზე:
„ამ დაბაში (იგულისხმება ოჩამჩირე) იშვიათად ნახავთ ქართულის მცოდნე პირებს... ნუთუ ამ ხალხს არ შეუგნია ქართული ენის სიდიადე, ნუთუ მათ არ აინტერესებთ სამშობლო ენა. თვითმპყრობელობის დროს ქართული ენის უცოდინარობას ნიკოლოზის მთავრობას ვაბრალებდით, დღეს ვის უნდა დავაბრალოთ?! თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს ჩვენს გულგრილობას და გადაგვარებას ადასტურებს. გახსოვდეთ, რომ თქვენ სამშობლო გავალებთ თქვენი მშობლიური ენის შესწავლას. ამისათვის, ჩემი აზრით, წერაც ზედმეტია“.[3]
ეს ტერენტის წერილების მხოლოდ მცირე ნაწილია.
თბილისი და სამწერლო-პუბლიცისტური კარიერა
ტერენტის სწავლა სწყუროდა. იაკობ შანავას დახმარებით დაითანხმა მამა და, უფროს დასთან მაშოსთან ერთად, 1918 წელს თბილისს გაემგზავრა. ამავე წელს გარდაეცვალა მამა. უსახსროდ დარჩენილი ტერენტი მუშაობას იწყებს თბილისის რკინიგზის სადგურზე ჯერ ვაგონების გადამბმელად, ხოლო შემდეგ კონდუქტორად. მაგრამ აქ დიდხანს ვერ ჩერდება. რამდენიმე თვის შემდეგ იგი მუშაობას იწყებს ნაციონალ-ფედერალისტების გაზეთ „სახალხო საქმის“ რედაქციაში, შიკრიკად. ამავე გაზეთის მდივანმა სიმონ ყაუხჩიშვილმა დაუბეჭდა ტერენტის თავისი პირველი ლექსი“[4]. სიმონ ყაუხჩიშვილი იგონებს:
![]() | „"ეს იყო 1918 წელს... იმ ხანებში ჩვენთან სამუშაოდ მოეწყო ერთი ახალგაზრდა, სახელად ტერენტი. მის მოვალეობას შეადგენდა საქმიანი ქაღალდების სტამბაში წაღება... ერთხელ ჩვენ ორნი ვიყავით ოთახში. უცბად შუაზე გადაკეცილი ქაღალდი დამიდო მაგიდაზე, თვითონ კი გარეთ გავარდა. ქაღალდი გავხსენი. ვხედავ, შესანიშნავი ლექსია. არ მეგონა, თუ ტერენტი ლექსებს წერდა. გავბედე და არავისთვის მიკითხავს, ისე დავბეჭდე... ქართულ პოეზიაში მისი პირველი ნაბიჯების დამლოცველი მე ვიყავი“[4].“ |
პოეტმა ფსევდონიმი „გრანელი“ 1919 წელს დაირქვა. ამ ფსევდონიმის არჩევას, ტერენტის დების მაშო და ზოზია კვირვკელიების გადმოცემით, საფუძვლად დაედო ლათინური სიტყვა „granum“, რაც მარცვალს ნიშნავს. პოეტს ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით აურჩევია:
![]() | „„მეც პატარა, ობოლი მარცვალი, სამყაროს უმცირესი ნაწილი ვარო“.“ |
მეორე გადმოცემის თანახმად, ტერენტი ეტრფოდა ოპერა - „აბესალომ და ეთერი“ - მარეხის პარტიის შემსრულებელ იტალიელ მომღერალ ქალს, გვარად გრანელს და მისი პატივისცემით აურჩევია ეს ფსევდონიმი. მაგრამ სიყვარული უოღბლო აღმოჩნდა, ორი წლის უცნაური სიყვარულის შემდეგ მსახიობი თავის სამშობლოში გაემგზავრა. ფსევდონიმმა - გრანელი - შემოინახა ტერენტის სპეტაკი სიყვარულის ისტორია[5][6].
ამ დროს ქართულ პოეზიაში მომძლავრებული იყო სიმბოლისტური მიმდინარეობა. ვერც ტერენტი ასცდა მოდერნიზმს და, სიმბოლისტური პოეზიით გატაცებულმა, 1919 წელს გამოსცა სამხატვრო-სალიტერატურო გაზეთი „ია“ და ჟურნალი „კრონოსის სარკე“. ჟურნალში დაბეჭდილ მის სონეტებსა და რეცენზიას, სადაც ვალერიან გაფრინდაშვილის „დაისები“ არის შეფასებული, აშკარად ეტყობა სიმბოლისტური ესთეტიკის კვალი.
1919 წელს გალაკტიონი სცემს „არტისტულ ყვავილებს“. ტერენტი გრანელმა მაშინვე იგრძნო და აღიარა გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სიდიადე, მისი სიახლე. თავის მხრივ, გალაკტიონიც არანაკლებ აფასებდა ტერენტი გრანელის პოეტურ ტალანტს.
სამწერლო კარიერის დასაწყისი
1920 და 1921 წლებში ტერენტი გრანელმა გამოსცა ლექსების ორი პატარა წიგნაკი: „პანაშვიდები“ (რომელშიც გობრონ აგარელის ლექსებიც არის დაბეჭდილი) და „სამგლოვიარო ხაზები“. საკუთარმა ხელწერამ და მომწიფებულმა შემოქმედებითმა ხმამ მკაფიოდ იჩინა თავი მის პირველსავე ლექსებში. პირველი წარმატებებით აღფრთოვანებულმა პოეტმა 1922 წელს გამოსცა ლექსების მოზრდილი წიგნი „სულიდან საფლავები“. ამ კრებულს შესანიშნავი რეცენზიები უძღვნეს ტრისტან მაჩაბელმა, პაატა ორბელიანმა და კონსტანტინე გამსახურდიამ. ჭაბუკი პოეტი მართავს ლიტერატურულ საღამოებს. პოეტს აღტაცებით ხვდებიან ყველგან.
ინტერესები
ტერენტი გრანელი რუსთაველის გამზირზე ხშირად უნახავთ პოეზიის მოყვარულ ახალგაზრდებთან. პოეტი აღტაცებით ესაუბრებოდა მათ პოეზიისა და მუსიკის დანიშნულებაზე, ესთეტიკურ იდეალებზე, ტერენტი გრანელი წერდა: „ხელოვნების ცხოველმა შუქმა უნდა გაანათოს ჩვენი ცხოვრების ბნელი კუნჭულები, აამოძრაოს ადამიანის შემოქმედება და თვალწინ გადაუშალოს საუცხოო სურათები სილამაზისა, სიმშვენიერისა და ჭეშმარიტებისა, უნდა მძლავრად ამეტყველდეს ჭეშმარიტი ხელოვნება, თორემ ლამის ადამიანი მხეცად იქცეს უმაღლეს განცდათ მოკლებული და ბოროტების მორევში სავსებით გადავარდნილი“[7]
ტერენტი ბევრს კითხულობს, განსაკუთრებით პოეზიას. კარგად იცნობს მსოფლიო ლიტერატურის კორიფეებს, რუსულ მწერლობას, ფრანგ სიმბოლისტთა შემოქმედებას: ბაირონის, შელის, მიუსეს, ნოვალისის, ომარ ხაიამის პოეზიას, ნიცშეს ფილოსოფიას. მისი საყვარელი რუსი პოეტებია პუშკინი, ბლოკი, ტიუტჩევი, ფეტი, ნადსონი. მშვენივრად კითხულობს ბლოკისა და ესენინის ლექსებს, გრძნობს მათთან სულიერ ნათესაობას. მიუხედავად იმისა, რომ დოსტოევსკის აღმერთებს, უჭირს მისი რომანების კითხვა. თუ ზოგიერთ ზედმეტობას ჩამოვაცილებთ, დოსტოევსკის ხელოვნება და აზრები გენიალურიაო.
მეგობარი პოეტის გობრონ აგარელის რჩევით ხშირად ესწრება უნივერსიტეტში სერგი დანელიასა და გრიგოლ წერეთლის ლექციებს ანტიკურ პოეზიასა და ფილოსოფიაზე. მის განსაკუთრებულ აღფრთოვანებას თურმე ანაქსიმანდრესა და ანაქსაგორას კოსმოლოგიური შეხედულებები იწვევდა.
სოციალური მდგომარეობა და ხასიათი
ნაზი ბუნების ტერენტი მეტად ზრდილი და თავაზიანი, გულახდილი, უშუალო და თავმდაბალია. თავისებური ხასიათი აქვს: ხან ბავშვივით აზიზია, ხანაც უმიზეზოდ ჭირვეული და იჭვიანი, უფრო ხშირად კი სათნო და გულუბრყვილო. წყნარია. ხმამაღლა იშვიათად იცინის. ბილწსიტყვაობა სძაგს. მისი ყველაზე სალანძღავი სიტყვაა: შენ პოეზიისა რა გაგეგებაო. საერთოდ ძუნწი მოსაუბრეა. საკმარისია პოეზიაზე ჩამოვარდეს საუბარი, რომ მისი თვალები ელვარე ნაკვერცხლებს დაემსგავსოს. ამ დროს იგი დაუნდობელია და პირში მთქმელი.
ამ პერიოდში გრანელი დიდ ხელმოკლეობას განიცდის, არსად არ მსახურობს. საქმის გაკეთების ეშინია. თავად არ იცის, რითი უნდა ირჩინოს თავი, ან სად უნდა გაათიოს ღამე. ამაყია, არავის აგებინებს თავის გასაჭირს. არ უყვარს საუბარი პირად ცხოვრებაზე. ჰონორარს აიღებს თუ არა, მაშინვე ხელგაშლით ხარჯავს, უყვარს მეგობრების გამასპინძლება, თუმცა, ასეთი შემთხვევა მეტად იშვიათია.
„გაწითლების“ შედეგები
1921 წელს რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია.დაიწყო მასობრივი დახვრეტები, რეპრესიები და იდეოლოგიური ზეწოლები,რაც ინტელიგენციასაც შეეხო.ტერენტი გრანელი დარჩა სამშობლოს ერთგული.იგი ხმამაღლა უარყოფს „პარტიულ პოეზიას“.ტერენტი გრანელი 1924 წელს ერთ-ერთ ლექსში სტალინს აკრიტიკებს და დიქტატორს უწოდებს. ასევე ანტიკომუნისტურია მისი ლექსები -„1921“, „პოეზია“, „ფიქრები ქაქუცას მკვლელობის დღეს“ და ა.შ. იგი მძიმედ განიცდის საქართველოს მძიმე ტრაგედიას, მაგრამ ქართველ ხალხს მიმართავს გამამხნევებელი სიტყვებით. პოეტი მაინც არ კარგავს მომავლის იმედს და არ ვარდება სასოწარკვეთილებაში. იგი მუდამ ბოლომდე მებრძოლია, როგორც ჭეშმარიტი ქართველი. როგორც ცნობილია, გრანელს არც ერთი ლექსი არ მიუძღვნია „წითლებისათვის“. მისი პოეზიის თემები, მოტივები აბსოლუტურად შეუსაბამო იყო კომუნისტური იდეოლოგიისთვის. ტერენტი გამოცხადდა შოვინსტ და მავნებელ პოეტად და დაიწყო მისი შევიწროვება. პროლეტარმა პოეტებმა დაგმეს მისი პოეზია, ხოლო 1926 წლიდან კი მას საერთოდ აღარ უქვეყნებდნენ ლექსებს, მის სახელს სერიოზული ტაბუ დაედო. არსებობს ვარაუდები იმის შესახებ, რომ ტერენტი გრანელი აუცილებლად მოხვდებოდა 1937 წლის რეპრესიებში.
„MEMENTO MORI“
ტერენტი გრანელის პოეზიამ მწვერვალს 1924 წელს მიაღწია. ამ პერიოდში გამოსცა მან ახალი ლექსების წიგნი „Memento mori“. თავდაპირველად წიგნის სათაური უნდა ყოფილიყო „გაფრენილი დღეები“, თუმცა იმდროინდელი საქართველოს ვითარების გამო მან წიგნს სახელი შეუცვალა „MEMENTO MORI“. იგი დილაუთენია სტამბაში წავიდა, კრებულს სახელი შეუცვალა და „MEMENTO MORI“(ლათ:გახსოვდეს სიკვდილი) დაარქვა.[8]. ამავე წელს რუსთაველის თეატრში ტერენტი გრანელს დიდი სალიტერატურო საღამო გაუმართეს და საგანგებო გაზეთიც მიუძღვნეს, სადაც ივანე გომართელი, გიორგი ნადირაძე, კონსტანტინე კაპანელი, ვასილ ბარნოვი, პლატონ კეშელავა და სხვები მაღალ შეფასებას აძლევენ ტერენტი გრანელის პოეზიას.
ბოლო წლები და სიკვდილი
1926 წელს ტერენტი გრანელმა ლექსების უკანასკნელი წიგნი გამოსცა. 1928 წლიდან კი იწყება პოეტის მკვეთრი სულიერი დეპრესია. ამ პერიოდის წერილები, სადღიურო ჩანაწერები და ლირიკა, მოწმობენ მის სულიერ მსხვრევას. რა თქმა უნდა, ტერენტი გრანელი კარგად გრძნობდა თავის ამ უდიდეს პიროვნულ-ადამიანურ ტრაგედიას და ეს უფრო ამძაფრებდა მის ტრაგიზმს. აკაკი ანდრიაშვილი იგონებს: „ტერენტის დაეწყო კოშმარული ჰალუცინაციები. ეჩვენებოდა, ვითომ იქ, სადაც იატაკი მიწურისა იყო, შუაღამისას მისი გარდაცვლილი მამა წამოიწევდა. მერე დაიწყებდა ტერენტისთან საუბარს, მაგრამ არა პირდაპირ, უშუალოდ, არამედ ვითაც მესამე პირის მეშვეობით. ეს ვიღაც მესამე პირი გადასცემდა ტერენტის მამის ნათქვამს. საჭირო იყო რაიმე ზომების მიღება, თორემ ტერენტი საშინელი საფრთხის წინაშე იყო“ [1].
„...ფიროსმანივით მიტოვებულმა და მივიწყებულმა, მძიმედ დაავადებულმა ტერენტი გრანელმა სამუდამ დახუჭა თვალები 1934 წლის 10 ოქტომბერს „არამიანცის“ საავადმყოფოში. რამდენიმე კაცისაგან შემდგარმა პროცესიამ პოეტის ცხედარი პეტრე-პავლეს სასაფლაოს მიაბარა. ტერენტი გრანელის ცხედარი 1987 წელს გადაასვენეს დიდუბის პანთეონში.“[9]
ლიტერატურა
დიმიტრი მაჩხანელის ბიოგრაფია
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
იყო მოსკოვის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. ლექსების პირველი კრებული "ახალი სიზმარი" 1880 გამოსცა, მეორე - "სიყვარულის კონა" - 1881. მაჩხანელის მოთხრობები, პიესები, პუბლიცისტური წერილები იბეჭდებოდა ქართულ პრესაში ("ივერია", "მოამბე", "აკაკის კრებული", "ჯეჯილი" და სხვ.). 1887 ცალკე წიგნად გამოქვეყნდა მაჩხანელის "ძმური სიტყვა", რომელიც პუბლიცისტური ფელეტონების სახით იბეჭდებოდა "ივერიაში". მაჩხანელი განიცდიდა ხალხოსნების გავლენას. ძირითადი ფსევდონიმის გარდა წერდა "თერგდალეულის", "მთადიდელის", "ლახვარიძის" ფსევდონიმით. მაჩხანელის ზოგიერთი ლექსი ("ჩემ საყვარელ სამშობლოს", "ვედრება", "ტურფავ მოდი, ნუ ხარ მტრულად") სიმღერად იქცა (მუსიკა ნ. სულხანიშვილისა).
შიო მღვიმელის ბიოგრაფია
შიო ილარიონის ძე ქუჩუკაშვილი, შიო მღვიმელი (დ. 12 თებერვალი, 1866, სოფ. ბრეთი (ქარელის რაიონი) — გ. 29 დეკემბერი, 1933, თბილისი) — ქართველი საბავშვო პოეტი, ქართული საბავშვო მწერლობის ერთ-ერთი ფუძემდებელი. საქართველოს სსრ დამსახურებული მწერალი (1923).
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაიბადა შიო მღვიმელის ხსენების დღეს. „მღვიმელი“ ფსევდონიმად ნიკო ლომოურმა უბოძა („ის ბერიც შენსავით წყნარი იყოო“).
1881 წელს მიაბარეს გორის საოსტატო სემინარიასთნ არსებულ სანიმუშო სკოლაში, სადაც სწავლობდა ვაჟა-ფშაველა და მისი ძმები. 1887 წელს გორის სამოქალაქო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თბილისში მუშაობდა ჯერ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ წიგნის მაღაზიის გამგედ, ხოლო 1909 წლიდან — ქართულ ჟურნალ-გაზეთბის რედაქციებში კორექტორად. მღვიმელის პირველი ლექსი „დილა“ 1885 წელს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა, პირველი საბავშვო ლექსები — 1887 წელს. 1891 წელს მისი ლექსები ცალკე გამოიცა პატარ-პატარა წიგნებად.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. დიდუბის პანთეონში მის გვერდით დაკრძალულია მისი მეუღლე — ანა ივანეს ასული ჩივაძე (დ. 1 ივლისი, 1877, სოფ. კავთისხევი (კასპის რაიონი) — გ. 6 თებერვალი, 1975, თბილისი).
ეგნატე ნინოშვილის ბიოგრაფია
ეგნატე ნინოშვილი (ნამდვილი სახელი ეგნატე თომას ძე ინგოროყვა), (დ. 17 თებერვალი, 1859, სოფელი ყელა, ახლანდელი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი ― გ. 12 მაისი, 1894, სოფ. ჩიქვეთი, ახლანდელი სოფ. არჩეული, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), XIX საუკუნისქართველი მწერალი.
სექციების სია
[დამალვა]ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატეს მამა, თომა, საბატონო ყმა იყო. გლეხთა წრიდან იყო გამოსული ეგნატეს დედაც - ნინო ბარამიძე. თომა ინგოროყვას ოჯახში ეგნატე ერთადერთი ბავშვი იყო. მას დედა ოთხი თუ ხუთი თვისას გარდაეცვალა, მაგრამ დედობრივი ამაგი დასდო უფროსმა მამიდამ, ნინომ, რომელიც მუდამ მშობლიური ალერსითა და ზრუნვით ეპყრობოდა დაბადებითვე სუსტი ფიზიკური აგებულების ბავშვს. მან შეასწავლა 7- 8 წლის ეგნატეს ანბანი.
1870 წელს ეგნატე ერთ მღვდელს მიაბარეს, რომელიც ბავშვს ლოცვებსა და ხუცურს ასწავლიდა. შემდეგ იგი გაგზავნეს ფოთში, იმავე მღვდლის ძმისწულთან, ხე-ტყით მოვაჭრე აზნაურთან, რომელმაც ეგნატე მოსამსახურედ გაიხადა და სამზარეულოში ჩაკეტა. აქ ბავშვი სავსებით მოწყდა სწავლას. მალე იგი ბიძამისმა ალექსი ინგოროყვამ შინ წაიყვანა.
1871-1875 წლებში ეგნატე მშობლიურ სოფელში იყო და სოფლის სკოლაში სწავლობდა. სიღარიბის გამო დროგამოშვებით იძულებული იყო სკოლისთვის თავი მიენებებინა და მწყემსად დამდგარიყო, მაგრამ დამოუკიდებელ სწავლაზე ხელი არ აუღია. იგი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შესასვლელად ემზადებოდ, რაც 1876 წლის თებერვალში მოახერხა კიდეც.
სასულიერო სასწავლებელში ეგნატე მოსამზადებელი კლასის მეორე განყოფილებაში მიიღეს. ერთ თვეში იგი მესამე განყოფილებაში გადაიყვანეს, ხოლო წლის ბოლოს, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე კლასში ჩარიცხეს. სასწავლებლის ზედამხედველი იყო თვითმპყრობელურ-ბიუროკრატიული რეჟიმის ერთგული მსახური დეკანოზი სვიმონ ქიქოძე. მან, პირადი ანგარების მიზნით, სასწავლებელი საკუთარ სახლში მოათავსა, რათა მოსწავლეთა მშობლებისაგან სასწავლებლის ბინის ქირა აეღო. დეკანოზი მოსწავლეებს თავის საკუთარ ბაღში მუქთად ამუშავებდა, ეს გარემოება უკმაყოფილებას იწვევდა მოსწავლეებში, რომლებიც რამდენადმე მაინც იცნობდნენ 70-იანი წლების რუსულ ნაროდნიკულმოძრაობას და პარიზის კომუნის ამბებს.
იმ ხანებში ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში სამეგრელოდან ინსპექტორად მიავლინეს თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მასწავლებელი ივანე ლიაძე. იგი სემინარიელი ახალგაზრდების იმ ჯგუფს ეკუთვნოდა, რომელიც გატაცებული იყო რუსული პროგრესული ლიტერატურით. ლიაძე აქტიურად თანამშრომლობდა გაზეთ დროებაში. ახალგაზრდა ინსპექტორმა მალე აუღო ალღო სასწავლებელში შექმნილ მძიმე მდგომარეობას და სცადა მისი გამოსწორება. მან ამხილა დეკანოზ ქიქოძის თვითნებობა და მოსწავლეთა სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. დეკანოზმა შეძლო მოსწავლეთა მფარველი მასწავლებლის თავიდან მოცილება. ლიაძის მოხსნამ მოსწავლეთა უკმაყოფილება გამოიწვია, ისინი გაიფიცნენ და ერთ დღეს სკოლაში სრულიად არ გამოცხადდნენ; გაფიცვის მიზანი იყო საყვარელი მასწავლებლის უკანვე დაბრუნება და სასწავლებლის გადატანა ზედამხედველის ბინიდან. სასწავლებლის ადამინისტრაციამ გაფიცვის ერთ-ერთი ინიციატორი, III კლასის მოსწავლე ეგნატე ინგოროყვა, ბარნაბ ჯიჯიეშვილთან ერთდ 1878 წლის სექტემბერში სასწავლებლიდან „მგლის ბილეთით“ გარიცხა. ამით ეგნატეს სწავლის გაგრძელების საშუალება მოესპო.
ამის შემდეგ იწყება ახალგაზრდა ეგნატეს დაუცხრომელი ბრძოლა ცხოვრების დამოუკიდებელი გზის გაკაფვისათვის, საარსებო საშუალებათა გამონახვისათვის, სწავლა-განათლების მიღებისათვის. ეგნატემ რამდენიმეჯერ სცადა სასწავლებელში დაბრუნება, მაგრამ ამაოდ. მან ვერც სასწალებელში დაბრუნება, ვერც საქალაქო სასწავლებელში გადასვლა ვერ მოახერხა. იგი იმედს მაინც არ კარგავდა: 1878 წლის შემოდგომა და ზამთარი ოზურგეთში მეგობარ შეგირდებთან გაატარა, სილიბისტრო ჯიბლაძესთან და სხვებთან ერთად, კლასგარეშედ მეცადინეობდა და საექსტერნო გამოცდებისათვის ემზადებოდა. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემდეგ ეგნატემ მასწავლებლის მოწმობა მიიღო და 1879 წელს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა.
მუშაობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მასწავლებლად ეგნატე ნინოშვილმა 1882 წლამდე იმუშავა. მისთვის აუტანელი ხდებოდა სოფელში მუშაობა. უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვება და ამავე დროს, ცოდნის გაღრმავებისათვის ქალაქში წასვლის სურვილი აიძულებს მას, თავი დაანებოს მასწავლებლობას და მუშაობა დაიწყოს ბათუმის რკინიგზაში. 1882 - 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობს სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში იწყებს მუშაობას ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე აქვს, რომ სასმელ-საჭმელზეც არ ჰყოფნის. მალე თავს ანებებს ამ სამუშაოსაც და
კვლავ გურიაში მიემგზავრება. 1885 წელს სოფლად ატარებს. წუხს, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელია. 1886 წელს იგი მუშაობას იწყებს სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წელს, ამხანაგების ფულადი დახმარებით მიემგზავრება საფრანგეთში, ქ. მონპელიეში.
საფრანგეთში ცხოვრების დროს ეგნატეს ისე გაჭირვებია, რომ მისი ერთ-ერთი ბიოგრაფის ცნობით, ქუჩის დამგველადაც კი უმუშავია. მონპელიეში ეგნატე 1887 წ. მარტამდე დარჩენილა, შემდეგ კი ისევ საქართველოში დაბრუნებულა. საზღვარგარეთიდან ჩამოსული ეგნატე ერთი თვის შემდეგ თავად გრიგოლ გურიელთან იწყებს მუშაობას, ეცნობა მის მდიდარ ბიბლიოთეკას, ხარბად ეწაფება წიგნებს, ამ დროს იგი თანამშრომლობს ივერიაში, ბეჭდავს ფელეტონებსა და წერილებს.
1888 წლის ნოემბერში ეგნატე კვლავ თავის სახლშია, უმუშევარი.ამ დროს იწყება ეგნატე ნინოშვილის შემოქმედების ყველაზე ინტენსიური პერიოდი. იგი მუშაობს ისტორიულ რომანზე - ჯანყი გურიაში, რომელიც, ავტორის ცნობით, 1889 წ. მაისის დასასრულამდე იწერებოდა.
1889 წ. ოქტომბერში ეგნატე კვლავ მიდის სამუშაოს საძებრად ბათუმში და ათი დღის განმავლობაში ნავსადგურში მუშაობს დღეში ათ შაურად. 1889 წ. ოქტომბრის დამლევიდან 1890 წლამდე იგი როტშილდის ქარხანაშია, კვლავ მძიმე სამუშაოზე, მტვირთავ მუშად.
1891 წელს ეგნატე შედის «საფილოქსერო დასში», რომელიც კავკასიის სხვადასხვა კუთხეებში მოგზაურობდა. დასთან ერთად შემოიარა მან ჩრდილოეთ კავკასია. ამ მოგზაურობის დროს მიღებული შთაბეჭდილებები უდევს საფუძვლად მის წერილებს დაღესტნიდან. იმავე წლის ოქტომბრის დამლევს ეგნატე თავს ანებებს «საფილოქსერო დასს», მის ხელმძღვანელ ტიმოფეევთან უთანხმოების გამო.
1892 წლის დასაწყისს ეკუთვნის ეგნატეს სევდიანი რომანი ნადასი კალანადაძესთან, რომელიც მას სოფელ ხიდისთავში, მეგობრის ოჯახში საახალწლოდ სტუმრად მისულს, გაუცვნია. გარეგნულად მომხიბვლელს, განათლებულს, ბუნებით კეთილსა და თავაზიან ქალიშვილს იმდენად დაუპყრია ეგნატეს გული, რომ მისთვის ჩვეული წონასწორობა დაუკარგვინებია. ეგნატეს ნადასისათვის მიუწერია ბარათი, რომლითაც სიყვარულში თანაგრძნობა უთხოვია. მაგრამ ქალს პირობა სხვისთვის ჰქონია მიცემული. თუ რა დიდი სულიერი ტრავმა განიცადა ეგნატემ თავის პირველი და უკანასკნელი სიყვარულის გაცრუებით, ჩანს მის მიერ ნადასისადმი გაგზავნილ მეორე ბარათში, რომელიც ავტორის თხოვნის საწინააღმდეგოდ, ქალს არ დაუხევია, ფაქიზად შეუნახავს და მწერლის სიკვდილის შემდეგ მისი ბიოგრაფის, პ. გელეიშვილისათვის, გადაუცია. აღნიშნულ წერილში ეგნატე, ერთი შეხედვით თითქოს კმაყოფილიცაა იმით, რომ მისთვის საყვარელ ადამიანს ასცდა მისი ტანჯული ცხოვრების თანამოზიარეობის მძიმე ხვედრი, მაგრამ წერილში ჩაქსოვილი ღრმა სევდა გვაგრძნობინებს ეგნატეს დიდ გულისტკივილსა და განცდას, რომ იგი ამქვეყნად ბედნიერებისათვის არ დაბადებულა.
ცხოვრების უკანასკნელი წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
1890 წელს ეგნატე ყვირილაში (ზესტაფონი) მუშაობს ნ. ღოღობერიძის შავი ქვის კანტორაში მძიმე და მომქანცველ სამუშაოზე. ეგნატე ჭლექით დაავადდება. 1890-1891 წლებში შექმნა ,,სიმონა“, ,,უცნაური სენი“, ,,პალიასტომის ტბა“, ,,არშიყნი“, ,,ქრისტინე“. ამავე პერიოდში ეგნატე აქტიურად მონაწილეობს რევოლუციურ მოძრაობაში.
1892 წლის დასაწყისში იგი ბათუმშია, ნავთის ქარხანაში, უფროს მუშად. მალე, იმავე წლის გაზაფხულზე, მუშაობას იწყებს გომში, ნ. ღოღობერიძის კანტორის განყოფილებაში, სადაც რჩება აგვისტომდე. ამ დროს ის თავს ანებებს გომის კანტორაში მუშაობას და თავის სოფელში მიემგზავრება, სადაც სექტემბრის ბოლომდე რჩება. 1 ნოემბერს იგი თბილისში ჩადის და მცირე ხნით ზაქარია ჭიჭინაძის ბინაში ცხოვრობს.
1892 წლის დეკემბრის ბოლო რიცხვებში ეგნატე ნინოშვილისა და მიხა ცხაკაიას ინიციატივით ყვირილაში მოეწყო კონფერენცია, ხოლო მოგვიანებით ახალგაზრდობის არალეგალური კრებები. იგი გადაჭრით ებრძოდა ნაროდნიკობას, თუმცა, თავდაპირველად, განიცდიდა მის გავლენას. ნინოშვილი ამ პერიოდში რევოლუციურად განწყობილი ინტელიგენციის ყველაზე გამოჩენილი წარმომადგენელი იყო.
1893 წლის იანვრიდან აპრილამდე ეგნატე ცხოვრობს ბინაში, რომელიც მას, ჭლექისაგან ძალზე დასუსტებულს, მისმა მეგობრებმა დაუქირავეს. სწავლობს გერმანულ ენას, ამთავრებს მოთხრობას პარტახი და იწყებს ჩვენი ქვეყნის რაინდის გადამუშავებას. ჩქარობს, თითქოს წინასწარ გრძნობს სიცოცხლის დასასრულის მოახლოებას, თბილისიდან ბათუმს მიემგზვრება, ხოლო შემდეგ ისევ თავის სოფელშია, სადაც სენმა საბოლოოდ მიაჯაჭვა იგი სარეცელს.
ეგნატე ნინოშვილი გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. დაკრძალვაზე სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა.[1] აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს ”მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. ქართული ლიტერატურის ისტორიაში იშვიათი შემთხვევაა, რომ მწერალს ასე მცირე დროში იმდენი მხატვრული ნაწარმოები შეექმნას, რამდენიც შექმნა ეგნატე ნინოშვილმა.
ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატე ნინოშვილის მთავარი ნაწარმოებებია:
- განკარგულება
- გოგია უიშვილი
- მოსე მწერალი
- პალიასტომის ტბა
- პარტახი
- ქრისტინე
- ჩვენი ქვეყნის რაინდი
- ჯანყი გურიაში – რომანი (1888–1889)
- ცოლი და ქმარი
- სოფლის გმირები
- სიმონა
- უცნაური სენი
- არშიყნი
მხატვრული სტილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
თითქმის ყველა მოთხრობაში ნინოშვილმა ასახა თავისი თანამედროვეობა, ის სოციალური ვითარება, რომელიც ქართულ სოფელში შეიქმნა ბატონყმობის გაუქმების შემდეგ პერიოდში გასული საუკუნის 80–90-იან წლებში. ეგნატე ნინოშვილის მოთხრობების პერსონაჟები, სინამდვილიდან აღებული ცოცხალი ადამიანები არიან. თითქმის ყველა პერსონაჟს მოეპოვება თავისი პირველსახე, რომელთა უმრავლესობასაც, მწერლის თანამედროვეთა გადმოცემით, ავტორი პირადად იცნობდა. მაგალითად, გოგია უიშვილი, ამავე სახელწოდების მოთხრობის მთავარი პერსონაჟი, ყოფილა ეგნატეს მეზობელი გლეხი გოგია ხუხუნაიშვილი. იგი მთავრობის მოხელეებს უკანონოდ დაუსჯიათ, გაუმათრახებიათ და თვითმკვლელობამდე მიუყვანიათ.
ეგნატე ნინოშვილის შემოქმედებისთვის დამახასიათებელია სხვადასხვა მხატვრულ ხერხების გამოყენება, რომელსაც მწერალი მიმართავს ნაწარმოების შთამბეჭდაობის გასაძლიერებლად. ერთ-ერთი ასეთი ხერხია ბუნების მოვლენათა ნინოშვილისეული ხატვა. ბუნება, ნინოშვილის მიხედვით, ზოგჯერ ჰარმონიაშია ადამიანის სულიერ განწყობილებებთან, ზოგჯერ კი - მისდამი ცივია და გულგრილი. მაგ. თვითმკვლელობის სცენა მოთხრობა «პარტახიდან» გამძაფრებულია ზაფხულის ღამის ძლიერი წვიმითა და მეხის გრიალით.
საინტერესოა მეორე მხატვრული ხერხიც, რომელსაც ნინოშვილი ხშირად იყენებს თავის მოთხრობებში. ავტორი აღგვიწერს ამბავს, რასაც ნაწარმოების გმირი სჩადის, მაგრამ თან დასძენს: «ხალხი კი სულ სხვას ამბობდაო». ხალხში მითქმა-მოთქმით გავრცელებული ხმა საწინააღმდეგოა სინამდვილისა. ამ ხერხის გამოყენებით მწერალი აძლიერებს ტრაგიკულ სიტუაციას, რომელშიაც მოქცეულია მოთხრობის პერსონაჟი.
ე. ნინოშვილი ხშირად იყენებს სიზმრებს, როგორც მხატვრულ ხერხს. ამის მაგალითს ვხედავთ «ჩვენი ქვეყნის რაინდში», «ქრისტინეში», «მოსე მწერალში», «განკარგულებაში», «ცოლსა და ქმარში», «პარტახში», «სოფლის გმირებში» და რომანში - »ჯანყი გურიაში». ნინოშვილის ნაწარმოებებში სიზმარი არ წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ მოსალოდნელი უბედურებისა თუ ბედნიერების უცილობელ წინათგრძნობას. ავტორი იყენებს სიზმარს ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის გასაძლიერებლად, გმირის შინაგანი სულიერი ღელვის გადმოსაცემად.
ნინოშვილის მიერ დახატული თითქმის ყველა პერსონაჟი ატარებს შერქმეულ გვარს, რომელიც პერსონაჟის თვისებას ან ხასიათს გამოხატავს: ძალაძე, უიშვილი, მუნჯაძე, მკლავაძე, დროიძე, ტყისპირელიძე, უქმაძე, ძველისენიძე, ხელმოკლიძე და სხვა.
ყველა ეს ხერხი ნინოშვილს მაღალი ოსტატობით აქვს გამოყენებული, მათი შემწეობით იგი აღწევს ტრაგიკული სიტუაციების სრულყოფას, ხასიათების გამოკვეთას, მათი სულიერი მღელვარების, მათი ტკივილების მძაფრად დახატვას. მაგრამ აღნიშნული ხერხების ხშირ გამოყენებას ზოგჯერ ერთფეროვნების ელფერი შეაქვს მწერლის მთლიან მხატვრულ შემოქმედებაში.
ნინოშვილის ენა ხალხური სასაუბრო ენაა. მწერალი არ მიმართავს მხატვრული მეტყველების შელამაზებას. მწერალი თავის პერსონაჟებს გურულ კილოზე ალაპარაკებს, უხვად იყენებს მდიდარ ფოლკლორულ მასალას: ანდაზებს, მოსწრებულ თქმებს, ლეგენდებს, ლექსებსა და სიმღერებს, რითაც ნაწარმოებს მეტ სოციალურ სიღრმეს აძლევს და მხატვრულად საინტერესოს ხდის.
გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ეგნატე ნინოშვილის თხზულებების უმრავლესობა იბეჭდებოდა გაზეთ ივერიაში, ასევე სხვა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში: კვალი, მოამბე, თეატრი და სხვ.
ცალკე წიგნად გამოიცა მისი მოთხრობები: "სიმონა" და "ქრისტინე" (1892).
1904 წელს გამოქვეყნდა ნინოშვილის თხზულებათა ერთტომეული, 1920 წელს - სამტომეული, 1925 წელს - თხზულებათა პირველი სრული კრებულის სამტომე
დუტუ მეგრელის ბიოგრაფია
დუტუ მეგრელი (ნამდვილი სახელი — დიმიტრი თომას ძე ხოშტარია) (დ. 26 ოქტომბერი, 1867, სოფ. სუჯუნა, ახლანდელი აბაშის მუნიციპალიტეტი — გ. 13 მარტი, 1938, თბილისი) — ქართველი მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. ანასტასია ერისთავ-ხოშტარიასმეუღლე.
სექციების სია
[დამალვა]დუტუ მეგრელი | |
---|---|
![]() |
Add caption |
ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დიმიტრი ხოშტარია დაიბადა სოფლის ღარიბი დიაკვნის თომა ხოშტარიას ოჯახში. იგი მალე გარდაიცვალა, ხოლო დედა, მარიამი, პატარა დიმიტრითურთ ძიძად შევიდა დავით აბაშიძის ოჯახში (ხარაგაული). ამის შემდეგ მან თავი შეაფარა ნიკო დადიანს (შალვა დადიანისმამას). აქ მომავალ პოეტს შთაუნერგეს მშობლიური ენისა და მწერლობის სიყვარული.
ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ დიმიტრი ხოშტარია სახელმწიფო ხარჯზე სწავლას განაგრძობს ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტში იურიდიული განხრით. აქ იგი, სხვა ქართველ სტუდენტებთან ერთად, მძიმე მატერიალურ პირობებში იმყოფებოდა.
ოდესის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1893 წელს დიმიტრი ხოშტარია დაბრუნდა სამშობლოში, მაგრამ აქ სამუშაო არ მისცეს და იძულებული გახდა ემსახურნა გადასახადთა ინსპექტორად და საგუბერნიო საგლეხო საქმეთა საკრებულოს წევრად ყარსის ოლქსა და ერევნისა და განჯის გუბერნიებში.
აზერბაიჯანსა და სომხეთში იგი იცავს მთავრობის მოხელეებისგან მშრომელი მოსახლოების ინტერესებს, განსაკურთრებით ღარიბ გლეხობას. ამ ნიადაგზე მას 1900-1902 წლებში სამსახურიდან დათხოვნითაც კი ემუქრებოდნენ.
1917 წლიდან დიმიტრი ხოშტარია სამუდამოდ გადმოდის თბილისში, სადაც მუშაობას იწყებს მეხუთე კლასის საგანგებო საქმეთა მოხელედ ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტის სამმართველოში. შემდეგ მსახურობს საქართველოს დამფუძნებელი კრების საქმეთა სამმართველოში და თბილისის ოლქის სასამარლთოს წევრად. ამ პეროდში დუტუ მეგრელის მრავალრიცხოვანი ოჯახი კვლავ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაშია.
საბჭოთა ხელისუფლების მოსვლის პერიოდში ხანდაზმულმა პოეტმა სამსახური დაიწყო საფინანსო კომისარიატში ჯერ განსაკუთრებული საგადასახადო საბჭოს წევრად, ხოლო შემდეგ გადაყვანილ იქნა უფროს რევიზორ-ინსტრუქტორად.
დუტუ მეგრელი გარდაიცვალა თბილისში, 1938 წელს, 18 მარტს. დაკრძალეს ვაკის სასაფლაოზე. 1968 წელს გადაასვენეს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დუტუ მეგრელმა ლექსების წერა ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს დაიწყო. მისი პირველი ლექსი გამოქვეყნდა 1888 წელს სალიტერატურო და სამხატვრო გაზეთ „თეატრში“; 1891წელს ქუთაისის კრებულმა „ცდამ“ დუტუ მეგრელის ხელმოწერით დაბეჭდა „შვილი და დედა“ (ამბავი). მალე მწერალმა, ახალი ლექსებისა და მოთხრობების პარალელურად, გამოაქვეყნა პუბლიცისტური და თეორიულ-ლიტერატურული ხასიათის წერილები. შექმნა დრამატული პოემები და პიესები. 1892 წელს გამოქვეყნდა მწერლის პირველი წიგნი „სურათები ჩვენი ცხოვრებიდან“, ხოლო 1893 წელს — მისი ლექსების კრებული „ცრემლები“, რომლის სალიტერატურო კრიტიკამ და მკითხველმა საზოგადოებრიობამ გულთბილად მიიღო.
მისი პოპულარული ლექსი „მე პატარა ქართველი ვარ“ (1902) და მოთხრობა „ქინაქინა“ შესულია ი. გოგებაშვილის „დედაენაში“ და „ბუნების კარში“.
მწერალი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შემოქმედებასა და ხალხის სიახლოვეს, მათს სულიერ ერთობას. მნიშვნელოვანია დუტუ მეგრელის ლიტერატურული წერილები; მათ ავტორს სწორად ესმის ხელოვნების ბუნება და მისი დანიშნულება. ქართულ ლიტერატურათმცოდნეობაში დუტუ მეგრელმა ერთ-ერთმა პირველმა გაილაშქრა დეკადენტიზმის წინააღმდეგ და იგი შეეცადა აეხსნა რეალისტური შემოქმედების ხასიათი. მწერალი აკრიტიკებს ფორმალიზმსა და ნატურალიზმს, როგორც ორ უკიდურესობას იმდროინდელ ხელოვნებაში, იცავს ჭეშმარიტი რეალიზმის პრინციპს.
მუხრან მაჭავარიანი | |
---|---|
![]() | |
დაბ. თარიღი | 12 აპრილი, 1929 |
დაბ. ადგილი | არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი |
გარდ. თარიღი | 17 მაისი, 2010 |
გარდ. ადგილი | თბილისი რუსთაველის თეატრი |
საქმიანობა | პოეტი |
ეროვნება | ქართველი |
პერიოდი | 1952–1995 |
ჟანრი | ლირიკა |
თემატიკა | პატრიოტული, ცხოვრებისეული |
მიმდინარეობა | რეალიზმი |
დებიუტი | "ლექსები" 1955 წ. |
Magnum opus | "იარონ!" (1970) |
მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი, 1929, სოფელი არგვეთი, საჩხერის მუნიციპალიტეტი — გ. 17 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).
სექციების სია
[დამალვა]ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.
1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ "პიონერი"-ს მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ "დილის" მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი.
პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ "პირველ სხივში", პირველი წიგნი "ლექსები" - 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული - "წითელი მზე და მწვანე ბალახი" და "სიჩუმე უშენოდ", რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.
მუშაობდა ჟურნალ "ცისკრის" პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ "პიონერის" მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ "დილის" მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში.
მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.
გარდაცვალება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.[1]
პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.
ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე (იოანე) მაჭავარიანი.
- და: თინათინ მაჭავარიანი
- მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
- შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).
შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "ლექსები", 1955 წ.
- "წითელი მზე და მწვანე ბალახი", 1958 წ.
- "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
- "გზადაგზა", 1965 წ.
- "იარონ", 1970 წ.
- "თქვი", 1971 წ.
- "ვინც იყო, იგი რომ არა...", 1973 წ.
- "დუმილი რეკავს", 1974 წ.
- "ლექსები", 1976 წ.
- "ერთტომეული", 1979 წ.
- "გიკვირს?! – ნუ გიკვირს!", 1995
- "სერია: 100 ლექსი", გამომცემლობა "ინტელექტი", თბ. – ISBN 99940-39-11-3
თარგმანები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პაბლო ნერუდას ლექსები (გივი ძნელაძესთან ერთად), 1957 წ.
- "კალევალა" (გივი ძნელაძესთან და შოთა ჩანტლაძესთან ერთად), 1967 წ.
- თანამედროვე ბულგარული პოეზიის ანთოლოგია, გამოიცა 1974 და 1989 წლებში.
ჯილდოები და პრემიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება ევგენი ევტუშენკოს მიერ თარგმნილი მისი პოეტური კრებულისათვის "სიჩუმე უშენოდ", 1958 წ.
- საპატიო ნიშნის ორდენი, 1966 წ.
- წითელი დროშის ორდენი, 1979 წ.
- კირილესა და მეთოდეს ორდენი, 1989 წ.
- რუსთაველის პრემია 1987 წ.
No comments:
Post a Comment